სოციალური ქსელები და მედია

თეთრი ხმაურის წევრები გახარიასთან შეხვედრას აფასებენ

Nusagi

თეთრი ხმაურის წევრებმა გიორგი გახარიასთან შეხვედრას შეაფასეს. ბექა წიქარიშვილის თქმით, ისინი არ აპირებენ დათმობაზე წასვლას და გუშინდელი დროებითი დაშლა იყო კომპრომისი.

“დღეს მიგვაქვს გზავნილი, რომ არ ვაპირებთ არცერთ დათმობაზე წასვლას. ჩვენ გუშინდელი დროებითი დაშლა იყო კომპორომისი, თუმცა საჭირო, დანარჩენი კი ერთად შეთანხმდება. ხვალ იქნება ის დღე, როცა დეტალურად განვიხილავთ 12 მაისის ღამეს. წინასწარი შეთანხმება ასეთი იყო და ზუსტ დროს ველოდებით”– განაცხადა წიქარიშვილმა.

თეთრი ხმაურის მოძრაობის კიდევ ერთი წარმომადგენლის დავით სუბელიანის თქმით კი მას არა აქვს რანაირი განცდა, რომ რაიმე მნიშვნელოვან წინსვლას მიაღწევენ.

“მაქვს განცდა, რომ ოთხშაბათს შეიძლება გვითხრან, რაზე არიან წამსვლელები. არ მგონია, რომ შსს განსაკუთრებულად დიდ ძვრებზე წამოვა. ჩემი ვარაუდით, ეს იქნება უკეთესი ვერსია, ვიდრე 8 ნივთიერების კანონპროექტი და უარესი, ვიდრე ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმის მიერ მოზადებული კანონპროექტი“, – განაცხადა სუბელიანმა.

შეხევდრა შეაფასა შს მინისტრმაც. როგორც გახარიამ განმარტა, ღამის კლუბებში შესვლა პოლიციამ ნარკოტიკებით ინტოქსიკაციის შემთხვევების გახშირებისა და კლუბებში რეალიზაციის ფაქტების დადასტურების შემდეგ გადაწყვიტა.

წუხელ მინისტრსა და მოძრაობის წევრებს შორის შეხვედრა საათზე მეტი გაგრზელდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, მიღწეული შეთანხმებები აქციის მონაწილეებს მოძრაობის წევრმა ბექა წიქარიშვილმა გააცნო, თუმცა მინისტრის შეთავაზებები თხმ-ს წევრთა და აქციის მონაწილეთა ერთ ნაწილს არ მოეწონა და უკმაყოფილება გამოთქვეს. მოგვიანებით, აქციის მონაწილეებს შს მინისტრმა მიმართა, მათ ბოდიში მოუხადა და პირობა დადო, რომ დანაპირები შესრულდება. საბოლოოდ, თეთრი ხმაურის მიერ ორგანიზებული აქციის მონაწილეები პარლამენტის ტერიტორიიდან ავტობუსებით გაიყვანეს.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,770,472 ნახვა
%d bloggers like this: