იერუსალიმში აშშ-ის საელჩოს გახსნის ცერემონიას ივანკა ტრამპი დაესწრო

იერუსალიმში აშშ-ის საელჩოს გახსნის ცერემონია ჩატარდა. ამის შესახებ Fox News იუწყება. თეთრი სახლის ხელმძღვანელი დონალდ ტრამპი ღონისძიებას არ დასწრებია და მილოცვა ვიდეოკავშირით გადასცა. მან აღნიშნა, რომ საელჩოს იერუსალიმში გადატანის გადაწყვეტილება ქალაქის ახალ საზღვრებს არ ითვალისწინებს. ამავე დროს, დედაქალაქად მისი აღიარება ნიშნავს, რომ არაბულ-ებრაულ კონფლიქტში ვაშინგტონმა ისრაელის მხარე დაიჭირა. 
საელჩოს გახსნის ცერემოანიალს ტრამპის ქალიშვილი ივანკა და მისი მეუღლე, ჯარედ კუშნერი დაესწრნენ. 

აშშ-ის საელჩოს გადატანამ თელავივიდან იერუსალიმში პალესტინასა და ისრაელს შორის დაძაბულობა გაამწვავა. მარტის ბოლოს, ღაზას სექტორში მშვიდობიანი მიტინგი მასობრივ არეულობაში გადაიზარდა.  

Facebook Comments

ახალი დადებული