სამართალი

სპეცოპერაციისას დაკავებულ რვავე პირს პატიმრობა შეეფარდა

Nusagi

თბილისის საქალაქო სასამართლომ 12 მაისს ჩატარებული სპეცოპერაციისას დაკავებულ 8 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, რითაც პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

ადვოკატები ყველა მათგანის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდნენ.

ადვოკატების თქმით, საქმეში მტკიცებულებები არ არსებობს.

ამასთან, ადვოკატები აღნიშნავენ, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფები კლუბების ტერიტორიაზე არ დაუკავებიათ.

პროკურორ ვახტანგ ცალუღელაშვილის განცხადებით, საქმეში 4 მოწმე ფიგურირებს:

„აღნიშნული პირები სხვადასხვა ღამის კლუბებში ახდენდნენ ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციას სისტემატიურად.ყველა პიროვნება დაკავებულია სხვადასხვა ადგილას, მათ შორის ერთი იყო ღამის კლუბის თანამშრომელი და ის დააკავეს ღამის კლუბთან,ფიგურრირებს 4 მოწმე, ვინც ითანამშრომლა გამოძიებასთან“,-აღნიშნა პროკურორმა.

დაკავებულებს ბრალად ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვა-გასაღება ედებათ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დაკავებული ნარკორეალიზატორების მიერ კლუბში ნარკოტიკული საშუალების გასაღების თითოეულ ფაქტზე პოლიციას გააჩნია მოსამართლის განჩინების საფუძველზე განხორციელებული ვიდეოჩანაწერი.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,770,472 ნახვა
%d bloggers like this: