მიხეილ ჯანელიძის მოსმენისას კომიტეტის სხდომაზე ხმაური იყო

Nusagi

პარლამენტის ევროინტეგრაციისა და საგარეო საქმეთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე საგარეო საქმეთა მინისტრს მიხეილ ჯანელიძეს მოუსმინეს. ჯანელიძემ დეპუტატებს ევროკავშირში ინტეგრაციის საგზაო რუკის კონცეფცია გააცნო.

სხდომაზე ოპოზიცია კრიტიკით გამოვიდა. ოპოზიციამ მიხეილ ჯანელიძეს მოსთხოვა დაეკონკრეტებინა ვადა, თუ როდის აპირებს ხელისუფლება ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადის გაკეთებას, ვინაიდან დღეს წარდგენილ დოკუმენტში ოპოზიცია ფიქრობს, რომ ამაზე საუბარი არ არის.

ოპოზიციის თქმით, ხელისუფლება არაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საქართველო ევროპულ სტრუქტურებში შევიდეს.

მინისტრმა დღეს არაერთხელ განმარტა, რომ ყველა ნაკისრი ვალდებულება საქართველოს შესრულებული აქვს და ევროკავშირის ყველა წევრმა სახელმწიფომ საქართველო რეგიონში ლიდერად აღიარა.

Facebook Comments
%d bloggers like this: