პოსტები სოციალური ქსელიდან

სუბელიანი: შს მინისტრმა მოძრაობის წევრებს შესაძლო დარბევაზე პასუხისმგებლობა აჰკიდა

Nusagi

თეთრი ხმაურის მოძრაობის წევრი დავით სუბელიანი კვირას, რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებსა და შს მინისტრ გიორგი გახარიას მისვლასთან დაკავშირებით საკუტარი ფეისბუქის გვერდზე სტატუსს აქვეყნებს  და წერს, რომ გიორგი გახარიამ, შესაძლო დარბევაზე “პასუხისმგებლობა თეთრი ხმაურის მოძრაობის წევრებს აჰკიდა”.

“ბექა (წიქარიშვილი) ფიქრობს, რომ მართლაც დიდი იყო სისხლიანი ღამის რისკი. მე ვფიქრობ, რომ სახელმწიფო ამას არ დაუშვებდა, დაძაბულ ფონზე უფრო ომახიანად ჩავამთავრებდით ჩვენს შეკრებას, რამდენიმე მნიშვნელოვან სიტყვას ვიტყოდით, სადაც ვეცდებოდით შეგვეფასებინა ის თუ რა გააკეთა ეხლა შს მინისტრმა, ან რანაირი ბოდიში მოგვიხადა, ან რა დაპირება მოგვცა მომავალი კვირის…

ჩვენების გულწრფელობაში ერთი წამით არ შემიტანია ეჭვი. მაგრამ, ეხლა, როდესაც გაცილებით მეტი ვიცი, კიდე უფრო კარგად და ნათლად ვხედავ თუ რამდენად რთული ვითარება იყო სიტუაციის ობიექტურად და ადექვატურად შესაფასებლად. ისედაც დაზაფრულებს, მინისტრმაც ბლომად დაუმატა ეს განცდა, აჩქარებდა ჩვენებს, ვეღარ ვაკავებთ, საცაა გაწყდება ჩვენი კორდონი და არიქა ვუშველოთ სიტუაციასო.

სწორედ იმის გამო, რომ ეხლა გაცილებუთ მეტი ვიცი, კიდე უფრო მეტად ვფიქრობ, რომ სისხლისღვრა უდიდესი ალბათობით არ იქნებოდა”, – წერს თეთრი ხმაურის მოძრაობის წევრი დავით სუბელიანი.

სუბელიანის მოსაზრებით, მათ კრიზისში შესული პოლიტიკური სიტუაცია ვერ გადაზარდეს  კიდე უფრო დიდ კრიზისში: “სადაც ველოდით მათ მიერ დიდ აღიარებას იმისა რომ მოძალადე, პოლიციური სახელმწიფო გვყავს და ერთადერთ გადაწყვეტილებას – რომ უკანმოუხედავად, თანმიმდევრულად დაიწყებოდა რეფორმების ახალი ტალღა, სადაც ნარკოპოლიტიკა ერთ-ერთი ამბავი იქნებოდა მხოლოდ”, – წერს სუბელიანი.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,773,476 ნახვა
%d bloggers like this: