ნინო მეტრეველი-შეგვინდეთ…მიტინგზე ვერ გამოვცვივდით აღშფოთებულები და როკვით ატირებულები

„ლეიბორისტული პარტიის” ანალიტიკური მდივანი ნინო მეტრეველი კლუვ „ბასიანის” ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და წერს:

– „ვწუხვართ, რომ კლუბებში შემოგივარდნენ, შეგაშინეს, ცეკვა შეგაწყვეტინეს, განერვიულეს, კაიფი გაგიტეხეს, კლუბის მეპატრონეებს ფული დააკარგვინეს, მაგრამ შეგვინდეთ, რომ მიტინგზე ვერ გამოვცვივდით აღშფოთებულები და როკვით ატირებულები.

ჩვენ, მშივრები, უმუშევრები, შრომისგან დაკოჟრილები, მამულშეზღუდულები, ტარიფგაძვირებულები, სამშობლოდაკარგულები, ლუკმისთვის გადახვეწილები, ტატუნაშვილებმოკლულები, საყდრისდანგრეულები, ტყე_წყალ-ველ-მინდორ გაყიდულ-განადგურებულები, ენძელების ბედნიერი სიცილით გაბრაზებულები, 160 ლარიანი პწნსიონერები, 22ლარიანი ვეტერანები, გუგულასნაირებისგან ტკბილეულწართმეული ბავშვებით..

. მოგვიტევეთ დიდსულოვნად! ჩვენს ნაცვლად ხელისუფლებამ მოგიხადათ ბოდიში, თვით შსს მინისტრის პირით! უფლისწულმა გიგალობათ! მალე სანატრელი ნარკოტიკების ლეგალიზაციაც გექნებათ და თქვენც გეშველებათ და თქვენს ფართოდ გაშლილ ლობისტებსაც! მეტი რა გავაკეთოთ სულ რაღაც სამ მილიონამდე დარჩენილებმა?! გაჩუმდით რა ბერადან დაწყებული, იმ მროკავი გოგოთი დამთავრებული! თავისუფლებისთვის ბრძოლა არა, კვახი!

მშიერი, ტერიტორიადაკარგული, საშოვარზე ემიგრაციაში გადახვეწილი, ოლიგარქებთავზე დამჯდარი ერი თავისუფალი ვერ იქნება, რაც დედამიწის ზურგზე ნარკოტიკია მაგ კლუბებში რომ შეზიდოთ! ნარკოტიკების გარშემო გაერთიანებული ერის გამაერთიანებლების დედაც, ჯეკ!

 

P.S.. ჩვენი გაჭირვებაც გვყოფნის და ახლა ნარკოტიკების ლეგალიზაციაზე დარდი დაგვიმატეს! მოგცემეეენ! ბერამ თქვა და გვახარიაც დაეთანხმა! ჩუგოშვილის სოროსელმა ქალბატონმაც კიო, ჩქარაო!…

თქვენ კი გაქვთ თავი ქუდში, ჩვენ ვიკითხოთ! როდის მოვიშორებთ ფულის გამო ყველაფერზე წამსვლელ ამ ხელისუფლებას?!ბ  ხვალ რომ სამასი ათას მშიერ პატარაზე პარლამენტის წინ აქცია გამოვაცხადოთ, გამოხვალთ? მეტი არაა ჩემი მტერი! არც გამოსულხართ ჩვენს სატკივარზე და არც გამოხვალთ!”

Facebook Comments

ახალი დადებული