პოსტები სოციალური ქსელიდან

მოქალაქეს არ აქვს მხოლოდ უფლებები–ანუ ჩემი სხეულია და რასაც მინდა ვუზამ

Nusagi

,,ჯერ ჩამოვაყალიბოთ ძირითადი საკითხები:
1. კლუბები უნდა იყოს ქვეყანაში და ადამიანის არჩევანია, წავათუ არ წავა და ღამით იძიგძიგებს თუ დაიძინებს (ანუ ორჯერ ორი ოთხია);
2. კლუბებში არ უნდა იყიდებოდეს არანაირი ნარკოტიკი (ანუ ირჯერ ორი ისევ ოთხია);
3.თავისუფლების ზღვარი არ გადის არც ნარკოტიკის მოხმარება–არ მოხმარებაზე და არც კლუბების არსებობა–არარსებობაზე (ესეც ოთხია, ანუ ორი კვადრატში);
4.ნარკოდამოკიდებული ვერ იქნება თავისუფალი, იმ მარტივი მიზეზით, რომ უკვე დამოკიდებულია ნარკოტიკზე (ისევ აგვყავს ორი კვადრატში და ვიღებთ ოთხს);
5. მოქალაქეს არ აქვს მხოლოდ უფლებები – ანუ ჩემი სხეულია და რასაც მინდა, ვუზამ, მას აქვს ვალდებულებებიც, ანუ ჩემი სხეული მხოლოდ მე არ მეკუთვნის, ის სხეული უნდა გამოიყენოს სახელმწიფომაც, ხან გადასახადები უნდა გადაიხადო, ხან ჯარში წახვიდე, ხან – რეზერვში, ხან – ომში და მისთანანი (ისევ ოთხის ფარგლებში ვტრიალებთ, როგორც ორის ნამრავლისა ორზე);
6. პოლიციელს არ უნდა შეაგინო, თუ შეაგინებ, უნდა აგო პასუხი – სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპიდან და ადამიანის უფლებების დაცვიდან გამომდინარე, პოლიციელიც ადამიანია (ესეც ოთხის ამბავია);
7. გადაწყვეტილება უნდა მიიღო არა იმისდა მიხედვით, როგორ მოაწონო თავი დონორს, პარტნიორს, უფროსს, უმცროსს, მტერსა თუ მოყვარეს, არამედ იმით, რა გამოადგება შენს სახელმწიფო ინტერესებს (ეს უკვე რთული ამბავია – რადგან სახელმწიფო ინტერესებზე ფრიად ბუნდოვანია წარმოდგენა).
7.ნებისმიერი პრობლემა, მატ შორის, ნარკოტიკების დეკრიმინალიზაცია–ლეგალიზაცია უნდა შეფასდეს მიზანშეწონილობისა და სახელმწიფო უსაფრთხოების პრინციპებიდან გამომდინარე.
ოღონდ მანამდე უნდა შევთანხმდეთ, გვინდა თუ არა სახელმწიფო და როგორ წარმოგვიდგენია ეს სახელმწიფო.
ჯერჯერობით ეს ვიკმაროთ”– წერს ფეისბუქ-მომხმარებელი ნინო ხაჩიძე

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,773,484 ნახვა
%d bloggers like this: