მედიცინა

გადაცდომების გამო 61 ექიმს პროფესიული პასუხისმგებლობა დაეკისრა

Nusagi

2018 წლის პირველი ოთხი თვის განმავლობაში, პროფესიული პასუხისმგებლობა 61 ექიმს დაეკისრა. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.

სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს ინფორმაციით, მიმდინარე წლის პირველი მაისის მონაცემებით, წერილობითი გაფრთხილება 55 ექიმს მიეცა, ექვს ექიმს კი – სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება შეუჩერდა.

წინა წლის იგივე პერიოდში, წერილობით 24 ექიმი გააფრთხილეს, სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება კი, 27 მედიკოსს შეუჩერდა.

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო რეგულირების სააგენტოს ინფორმაციით, გასული წლის განმავლობაში პროფესიული პასუხისმგებლობა 300 ექიმს დაეკისრა.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,770,472 ნახვა
%d bloggers like this: