„ისინი ბავშვებს სკოლებში ასწავლიან, რომ შეუძლიათ აირჩიონ თავისი სქესი, ეს საშინელებაა!”

რომის პაპმა ფრანცისკემ, რომელმაც 2013 წელს მსოფლიო მედიის ყურადღება მიიპყრო ჰომოსექსუალთა მიმართ ლოიალური დამოკიდებულებით, მოგვიანებით, გენდერული იდენტობის სკოლებში სწავლებას “ქორწინების წინაღმდეგ ომი” უწოდა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

2016 წლის ოქტომბერში საქართველოსა და აზერბაიჯანში სამდღიანი ვიზიტიდან რომში დაბრუნებისას, მან კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ წინააღმდეგია ასეთი სწავლების.

ფრანცისკემ გაიხსენა ფრანგი მამის მონათხრობი, რომლის ახალგაზრდა ვაჟიშვილს სურდა გოგო გამხდარიყო, როცა ამის შესახებ სახელმძღვანელოში წაიკითხა.

“ეს არის ბუნების წინააღმდეგ წასვლა,”- განაცხადა რომის პაპმა. “ერთია, როდესაც ვინმეს აქვს ამისკენ მისწრაფება … სხვა საკითხია, როდესაც ამას სკოლაში ასწავლიან”.

“მენტალობის შეცვლას მე ვუწოდებ იდეოლოგიურ კოლონიზაციას,” განაცხადა პაპმა.

რომის პაპმა აღნიშნა, რომ იგი ახლაც ბევრ დროს ხარჯავს ტრანსგენდერ ადამიანებთან, რათა ისინი ღმერთთან მიაახლოვოს.

აგვისტოში, პაპმა გენდერული იდენტობის თეორიის სწავლებას “საშინელება” უწოდა.

“დღეს, სკოლებში ამას ისინი ასწავლიან ბავშვებს, ბავშვებს! – რომ ყველას შეუძლია აირჩიოს მათი სქესი,” განაცხადა პაპმა ფრანცისკემ.

ახალი გზების მისიონერთა საზოგადოება, კათოლიკე ლგბტ–თა დაცვის ჯგუფი, პაპის შენიშვნებს ააკრიტიკებს.

“რომის პაპის ეს განცხადება კიდევ ერთი მტკიცებულებაა იმისა, რომ სასულიერო პირებს ძალიან სჭირდებათ საკუთარი თავის განათლება ლგბტ ადამიანების ცხოვრებასა და მათ შემეცნებაზე”,- განაცხადა ფრანცისკ დე ბერნარდომ, ორგანიზაციის აღმასრულებელმა დირექტორმა.”არავინ ირჩევს გენდერულ იდენტობას. ადამიანები მას აღმოაჩენენ “,-დასძინა მან.

შეგახსენებთ, 2013 წელს, ახლად არჩეულ პაპ ფრანცისკეს პროგრესულმა პოზიციამ ჰომოსექსუალიზმთან დაკავშირებით წამყვანი მსოფლიოს მედია საშუალებები მოიცვა. “თუ ვინმე არის გეი და იგი ეძებს უფლისკენ გზას და კეთილი ნება გააჩნია, მაშინ ვინ ვარ მე, რომ იგი განვსაჯო?” განაცხადა პაპმა ფრანცისკემ.

Facebook Comments

ახალი დადებული