„ქართული იდეის“ წევრები კანცელარიასთან პრევენციის მიზნით შეიკრიბებიან

„ქართული იდეის“ წევრები და მათი მხარდამჭერები მთავრობის ადმინისტრაციასთან პრევენციის მიზნით შეიკრიბებიან. ამის შესახებ გია კორკოტაშვილმა თქვა. კორკოტაშვილი ფიქრობს, რომ ლგბტ თემი დღეს აქციის გამართვას მაინც შეეცდება. ინფორმაციას სააგენტო “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.

„რაღაც ეშმაკური სვლა გააკეთეს და გარკვეულმა ჯგუფებმა, ძირითადმა ლგბტ თემმა მოიხსნეს პასუხისმგებლობა და შეუძლია გამოვიდნენ და თავისუფლად თქვან – ჩვენ აზრზე არ ვართ ვინ შეიკრიბა იქ, ადამიანები თავისუფლები არიან თავის ქმედებაში და როგორც უნდა ისე მოიქცევიან. ამიტომ, ჩვენ შევიკრიბებით, ერთმანეთს მოვეფერებით და დავიშლებით, რათა მათ ზეიმის ჩატარების საშუალება არ მივცეთ. სურვილი ვისაც ექნება და ვიცი, რომ საკმაოდ დიდ რაოდენობას აქვს, 17:00 საათიდან შევიკრიბებით მთავრობის ადმინისტრაციასთან. ამ ტერიტორიაზე აქციის გამართვაზე „ქართულ იდეას“ შეტანილი გვაქვს განცხადება და შესაბამისად, ჩვენ შეკრებაში არაფერი კანონსაწინააღმდეგო არაფერი არ იქნება“, – განაცხადა კორკოტაშვილმა.

გუშინ ცნობილი გახდა, რომ ,,ქართული მარში” და  ლგბტ თემი  17 მაისს აქციებს აღარ გამართავდნენ.

ამ წუთებში, რუსთაველზე მსვლელობას მართავენ  ფაშისტური ორგანიზაციის “საქართველოს ეროვნული ერთობის” წევრები.

Facebook Comments

ახალი დადებული