ლგბტ აქტივისტები სოციალურ ქსელში აქციას გამართავენ

ლგბტ აქტივისტები სოციალურ ქსელში აქციას გამართავენ, რომლის ინიციატორი ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფია.

სოციალურ ქსელში შეიქმნა გვერდი “საქართველოს წმინდა პარლამენტი”, სადაც 19:00 საათიდან ყველა მსურველს შეეძლება პარლამენტთან მოინიშნოს თავი.

“ჩვენ, ლგბტ თემის წევრები, ქვიარ ადამიანები და მათი მხარდამჭერები, 19:00 საათზე, ონლაინ აქციას ვიწყებთ! თუკი პარლემენტთან ფიზიკურად მისვლის უფლება გვეზღუდება, ჩვენ ონლაინ სივრცეში, იმავე დროს, საქართველოს პარლამენტთან მოვინიშნებით,” – ნათქვამია განცხადებაში.

 

Facebook Comments

ახალი დადებული