დავით სერგეენკო: საქართველოში ნარკოტიკის ლეგალიზაცია წარმოუდგენლად მიმაჩნია

„ჩემს წარმოდგენაში უკლებლივ ყველა ნარკოტიკი ფატალურ საფრთხეებთან არის დაკავშირებული და საქართველოში მათი ლეგალიზაცია წარმოუდგენლად მიმაჩნია“, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა.

რაც შეეხება დეკრიმინალიზაციას, დავით სერგეენკოს თქმით, მთავრობა ცალსახად შეთანხმებულია, რომ მომხმარებელზე სისხლისსამართლებრივი დევნა პირველ ჯერზე არ უნდა გავრცელდეს.

„ჩემს წარმოდგენაში ნარკოტიკებში არსებობს ფარმაკოლოგიური კლასიფიკაცია, მაგრამ არა მათი სიმსუბუქე-სიმძიმე. ჩემს წარმოდგენაში ყველა ნარკოტიკი უკლებლივ ფატალურ საფრთხეებთან არის დაკავშირებული და საქართველოში მათი ლეგალიზაცია წარმოუდგენლად მიმაჩნია. დეკრიმინალიზაციას რაც შეეხება, ცალსახად შეთანხმებულები ვართ, რომ მომხმარებლებზე პირველ ჯერზე არ უნდა გავრცელდეს სისხლისსამართლებრივი დევნა, მაგრამ გამსაღებელზე და გამავრცელებელზე – აუცილებლად“, – განაცხადა სერგეენკომ.

Facebook Comments

ახალი დადებული