კუბაში Boeing 737-ის ჩამოვარდნის ახალი დეტალები ხდება ცნობილი

სამგზავრო თვითმფრინავი Boeing 737 კუბაში, ელექტრო გაყვანილობებს დაეჯახა, როდესაც აეროპორტში დასაბრუნებლად მოტრიალდა. ამის შესახებ ადგილობრივი გამოცემა Granma საკუთარ Twitter-ზე თვითმხილველებზე დაყრდნობით წერს.

ჯერჯერობით კატასტროფის ზუსტი მიზეზები უცნობია. ABC News-ის ცნობით, თვითმფრინავი 1979 წელს იყო გამოშვებული და შესაძლოა, პილოტმა უკან, აეროპორტში დაბრუნება ტექნიკური გაუმართაობის გამო  გადაწყვიტა.

კატასტროფის ადგილზე ოთხი ადამიანი იპოვეს, რომლებიც ცოცხლები იყვნენ, თუმცა ერთი მათგანი მალევე გარდაიცვალა. სამი ქალი საავადმყოფოში, კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება.

ლაინერი ჰავანიდან ოლგინში მიფრინავდა და აფრენის შემდეგ ჩამოვარდა. ბორტზე 105 მგზავრი და ეკიპაჟის ცხრა წევრი იყო.

 

 

Facebook Comments

ახალი დადებული