უცხოური მედია

ოფიცერი ჩრდილო კორეიდან სამხრეთ კორეაში ნავით გაიქცა

Nusagi

ჩრდილოეთ კორეის  არმიის ოფიცერი სამოქალაქო პირთან ერთად ქვეყნიდან პატარა ნავით გაიქცა და სამხრეთ კორეის მიმართულებით გაცურა. ისინი მეზობელი ქვეყნის სამხედრო საზღვაო ძალებმა შენიშნეს საზღვართან ახლოს, იუწყება სააგენტო onhap-ი.

გაქცეულები კუნძულ პენენდოს ჩრდილოეთით, ყვითელ ზღვაში აიყვანეს და ამჟამად სამხრეთ კორეის სანაპირო დაცვის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან. პოლიციამ გამოძიება დაიწყო.

სააგენტოს ცნობით, ეს 2008 წლის შემდეგ, ჩრდილოეთ კორეის ოფიცრის გაქცევის პირველი ფაქტია. მაშინ 28 წლის ლეიტენანტმა ქვეყნებს შორის სახმელეთო საზღვარი გადალახა.

სეულში არსებობს პოლიტიკა, რომლის მიხედვითაც ხელისუფლება ჩრდილოეთ კორეიდან გაქცეულ ნებისმიერ ადამიანს თავშესაფარს აძლევს. სულ, სამხრეთ კორეაში 30 ათასი ასეთი ადამიანი ცხოვრობს და მათი რიცხვი ყოველ წელს იზრდება.

 

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,773,441 ნახვა
%d bloggers like this: