სელებრითები

პრინცესა დაიანას საქორწილო კაბის დიზაინერი მეგან მარკლის კაბაზე საუბრობს

Nusagi

დიზაინერმა დევიდ ემანუელმა, რომელმაც ოდესღაც ლედი დი-ს საქორწილო კაბა შექმნა, მეგან მარკლის კაბაზე გააკეთა კომენტარი.

„რას ჩავაცმევდი მეგანს? მე ავირჩევდი სუფთა ფერების ქსოვილს, გრძელ შლეიფს. ის ვერ იქნება სექს-ბომბა, მაგრამ უნდა გამოიყურებოდეს მეფურად”,-განაცხადა ემანუელმა.

დაიანა სპენსერის კაბისთვის  მან აბრეშუმი გამოიყენა და მძივებით და მაქმანებით მორთო. ქორწილის შემდეგ კი ხშირად ზრუნავდა პრინცესას ჩაცმულობაზე მრავალ ღონისძიებაზე.

„როდესაც დაიანა ოთახში შემოდიოდა, ის მას ანათებდა. მე მენატრება ის დრო. მენატრება მისი მხიარულება. მისი თვალები ყოველთვის ბრწყინავდა, იყო მზრუნველი და ძალიან საყვარელი. ყოველთვის, როცა კაბას ვქმნიდი, ის წერილს მიტოვებდა და მადლობას მიხდიდა. მაშინაც კი, როცა ძალიან ეჩქარებოდა, ყოველთვის ნახულობდა მომენტს, რომ კალამი აეღო, ის განსაკუთრებული იყო”.

შეგახსენებთ, მეგან მარკლის და პრინც ჰარის ქორწილი დღეს გაიმართება. მომავალ პრინცესას ამ დრომდე არ გაუმხელია დიზაინერი, რომლის კაბაშიც ის დღეს ჯვარს დაიწერს.

 

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,773,695 ნახვა
%d bloggers like this: