გუშინვე სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო-,,ამ კაცმა იარაღი გვესროლა” (ვიდეო)

ჭავჭავაძის გამზირზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლის ფაქტზე სამართალდამცველება ერთი პირი დააკავეს. დადგინდა, რომ გასროლა 1979 წელს დაბადებულმა მამაკაცმა განახორციელა. სამართალდამცველებმა იგი ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს.

გამოძიების პირველადი ინფორმაციით, თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე, დაკავებულსა და მის ძმას კონფლიქტი მოუვიდათ 1992 წელს დაბადებულ პირთან, რა დროსაც დაკავებულმა ცეცხლსასროლი იარაღიდან უმისამართოდ გაისროლა. სროლის შედეგად არავინ დაშავებულა. პოლიციამ ნივთმტკიცებად ამოიღო ცეცხლსასროლი იარაღი, რომლიდანაც გასროლა განხორციელდა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

გუშინვე სოციალურ ქსელში გავრცელდა, ვიდეო, სადაც ახალგაზრდა გოგო ყვირის – ,,ამ კაცმა იარაღი გვესროლა”

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: