სოციალური ქსელები და მედია

მეუფე იაკობი: მიხეილ გირგვლიანის საქმეზე შეგზავნილი იყო, რომ ახალაიებთან მიეტანა ამბავი

Nusagi

პატრიარქის ქორეპისკოპოსი მეუფე იაკობი “იბერიასთან” სატელეფონო საუბრისას აცხადებს, რომ “ციანიდის საქმეში” ბრალდებულის მამა გიორგი მამალაძის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი გირგვლიანის საქმეზე შეგზავნილი იყო, რომ ახალაიებთან მიეტანა ამბავი. მან ასევე განაცხადა, რომ პატრიარქის დაცვის ყოფილი უფროსი სოსო ოხანაშვილი თავდაცვის ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას მრჩეველი იყო.

“ერთი რამეა, სახელმწიფო თუ ვერ გამოიძიებს იმას რა ხდებოდა პატრიარქის მისამართით, იძულებული გავხდები მე ჩემი რესურსებით ჩავერთო და აბსოლუტურად ყველას ვათქმევინებ, ვინ რას აპრებდა და ვინ რას აკეთებდა. ეს იქნება სოსო ოხანაშვილი, ტარასი შავშიშვილი, ციხეზე ხელი არ მიმიწვდება გიორგი მამალაძეს რომ ვათქმევინო ის რასაც აპირებდა.

ელისო კილაძე, რუსეთის აგენტი, მიშა 8 ათას დოლარს უხდის ყოველთვიურად ის ჩემზე ლაპარაკობდეს და ეკლესიას იცავდეს. მაგ მკვლელებს რატო იცავენ? მამალაძეს რატო იცავენ? მიშიკო რამიშვილს ხომ არ ავიწყდება, რომ ისევე იყო შეგზავნილი გირგვლიანის საქმეზე და ისეთივე პროვოკატორი იყო, რომ ახალაიებთან მიეტანა ამბავი.

სოსო ოხანაშვილი იყო ახალაიას მრჩეველი თუ თანაშემწე. ხელფასს იღებდა სამსახურში. შეხედონ რომელი მეუფეები იცავენ მამალაძეს და ახალაიებთან რა შეხება აქვს. თქვენც დაინახავდით ამ ბოლო პერიოდში ვინ ამართლებს მამა გიორგის, ვის არ სჯერა რომ მას შეძლება რამე ჩაედინა. მამა გიორგიზე ჩემთან მეუფე პეტრეს იმდენი ცუდი აქვს ნალაპარაკები და მან მითხრა რომ მჯერა სახელმწიფომ ჩაუდო ციანიდიო. ამდენი ხანი გაჩერებული ვიყავი პატრიარქის სიყვარულით და ხმას არ ვიღებდი”, – განაცხადა მეუფე იაკობმა.

წყარო:ipress.ge

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,770,681 ნახვა
%d bloggers like this: