სამეფო ქორწილი – მინიმალისტური კაბა და 1932 წლის ტიარა

დღეს, 19 მაისს პრინც ჰარის და მეგან მარკლის ქორწილი გაიმართა.  ცერემონიამ უკვე ჩაიარა და ახლა მთელი მსოფლიო პატარძლის ჩაცმულობაზე საუბრობს.

მნიშვნელოვანი დღისთვის 36 წლის მსახიობი, ახლა უკვე სასექსის ჰერცოგინია,  Givenchy-ს მინიმალისტურ კაბასა და გრძელ ფატაში იყო გამოწყობილი. საქორწილო იმიჯი მან ულამაზესი ტიარათი შეავსო , რომელიც ადრე დედოფალ მარიას ეკუთვნოდა.

ბოლო მომენტამდე არავინ იცოდა, რომელ ტიარას აირჩევდა პრინცის საცოლე, სამეფო ექსპერტმა, ინგრიდ სიუარდმა ადრე ჟურნალისტებს უთხრა, რომ მეგანს სამეფო ძვირფასეულობასთან დაშვება ექნებოდა. იყო შეთავაზება, რომ ქორწილზე პატარძალს  პრინცესა დაიანას ტიარა გაეკეთებინა, რომელშიც მან პრინც ჩარლზთან იქორწინა.

მაგრამ მეგანმა უპირატესობა 1932 წლის ტიარას მიანიჭა, რომელიც დედოფალ მარიას ეკუთვნოდა. ექსპერტებმა აღნიშნეს, რომ ზოგჯერ ტიარას შუაგულში დიდი საპფირის თვალი ზის ხოლმე, მაგრამ პრინც ჰარის ქორწილისთვის ის ბრილიანტით შეცვალეს.

საკურთხეველთან მეგანი პრინცის მამამ, ჩარლზმა მიაცილა, რადგან მეგან მარკლის მამამ თომას მარკლმა ქორწილზე დასწრება ავადმყოფობის გამო ვერ შეძლო.

Facebook Comments
%d bloggers like this: