პოსტები სოციალური ქსელიდან

“ბასიანი” განცხადებას ავრცელებს

Nusagi

“გავერთიანდეთ BASSIANI / HOROOM-ის გადასარჩენად”, – ამ მოწოდებით კლუბ “ბაისინის “ფეისბუქის” ოფიციალურ გვერდზე განცხადება ვრცელდება, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

,,გავერთიანდეთ BASSIANI / HOROOM-ის გადასარჩენად. www.bassiani.com/donate -ის საშუალებით გთხოვთ შემოუერთდეთ შემოწირულობას, იმისთვის, რომ დაეხმაროთ BASSIANI / HOROOM გუნდს, რომ შევინარჩუნოთ სივრცე და დავიწყოთ სამართლებრივი დავები სახელმწიფოს მხრიდან წარმოებული ჩაგვრის წინააღმდეგ.

Please join the fundraising via www.bassiani.com/donate to help BASSIANI / HOROOM & HOROOM NIGHTS team save the space and start legal actions against the state oppression.
─────────────────────────────────
მსოფლიოს საცეკვაო კულტურის ერთ-ერთი აღიარებული კლუბი BASSIANI დახურვის საფრთხის წინაშეა.

12 მაისს, შავ პარასკევს საცეკვაო მოედანზე ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღებით მომარჯვებული სპეცდანიშნულების რაზმი შეიჭრა, გამორთეს მუსიკა, ადგილზე მყოფი კლუბის თანამშრომლები და მოცეკვავეები გარეთ გამოყარეს და კლუბი გაურკვეველი ვადით დახურეს. ოფიციალური ვერსიით მიზანი კლუბსა და ნარკორეალიზატორებს შორის კავშირის გამოვლენა გახლდათ. მოგვიანებით შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს, რომ სპეცოპერაციამდე რამდენიმე საათით ადრე ნარკორეალიზატორები უკვე გამოვლენილი და დაკავებული ყავდათ, ყველა მათგანი კლუბის გარეთ, ქალაქის სხვადასხვა უბნებში.

სპეცრაზმის შეჭრას კლუბში მოქალაქეების მყისიერი პროტესტი მოჰყვა. ასეულობით მხარდამჭერი ჯერ კლუბის გარე შესასვლელთან შეიკრიბა. აგორებული პროტესტი პოლიციამ იმავე ღამეს დაარბია, რასაც წინააღმდეგობრივი ტალღის გაძლიერება და მისი ქალაქის მთავარ გამზირზე გადანაცვლება მოჰყვა.

მომდევნო დღეს ათასობით ადამიანისგან შემდგარი საპროტესტო ტალღა უმკაცრესად მოითხოვდა შსს მინისტრისა და პრემიერ მინისტრის გადადგომას, საქმის გამოძიებასა და კლუბის დაბრუნებას. იმავე დღეს თბილისის ყველა კლუბი პროტესტის ნიშნად დაიხურა. კლუბებში მოწვეულმა მუსიკოსებმა, მათ შორის Giegling-ის გუნდმა მუსიკით ქალაქის ცენტრში გადმოინაცვლა და მთავარი გამზირი რამდენიმე ათასიანი საყოველთაო რეივის კერად აქცია.

თბილისში გამართულმა ქართულმა მასშტაბურმა რეივმა, რომელშიც 10 000-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა მსოფლიო მედიისა და მუსიკალური სცენის ყურადღების ცენტრში გადაინაცვლა. კლუბს უპირობო მხარდაჭერა გამოუცხადეს მსოფლიოს საცეკვაო სცენამ, სხვადასხვა კლუბებმა, კავშირებმა, ორგანიზაციებმა და მედია საშუალებებმა, არტისტებმა, პროდიუსერებმა და რეივერებმა მსოფლიოს არაერთი ქვეყნიდან, რისთვისაც უღრმეს მადლობას ვუხდით მათ.

წარმოქმნილი საპროტესტო ტალღის გათვალისწინებით, შსს მინისტრმა საჯაროდ მოიხადა ბოდიში და დადო საგამოძიებო მოკვლევის, დამნაშავეთა გამოვლენის, უმკაცრესი ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციაზე მუშაობის განახლებისა და კლუბის დაბრუნების პირობა. გამართული მოლაპარაკებების მიუხედავად, არცერთი დათქმული პირობა არ შესრულებულა. ჩვენ უკვე პირველ პარასკევს შევხვდით BASSIANI-ს გარეშე, კლუბი კვლავ დახურულია.
BASSIANI-ის მუზარადის უკან გაბრაზებული, ახალი იდეებისთვის მებრძოლი ადამიანი დგას, რომელიც საკუთარი თავისუფლების მოსაპოვებლად უკან არ დაიხევს. ჩვენ არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ ბრძოლას უსამართლო სისტემისა და უთანასწორო გარემოს წინააღმდეგ. უღრმესი მადლობა ჩვენს თანამოაზრეებს უპირობო სიყვარულისა და მხარდაჭერისთვის. იდეებისა და ღირებულებებისთვის მიმდინარე ამ ბრძოლაში ჩვენ მხოლოდ ჩვენი სიმართლისა და თანამებრძოლების მხარდაჭერის იმედი გვაქვს”- ნათქვამია განცხადებაში

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,770,468 ნახვა
%d bloggers like this: