სოფელ ანში 33 წლის მამაკაცი, მეხის ჩამოვარდნის შედეგად გარდაიცვალა

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ანში 33 წლის მამაკაცი, მეხის ჩამოვარდნის შედეგად გარდაიცვალა. თვითმხილეველბის თქმით, ახალგაზრდა მამაკაცი საქონელს მწყემსავდა, როცა მეხი დაეცა.

შემთხვევას ჰყავს თვითმხილველები, რომლებიც მინდორში მასთან ერთად იმყოფებოდნენ.

“მწყემსად იყვნენ სოფლის ბიჭები, როცა მეხი დაეცა. მეოჯახე ბიჭი იყო, მეუღლე ჰყავს, პირველ შვილს ელოდებოდნენ” – განაცხადა ახალციხის მერის წარმომადგენელმა კახა გელაშვილმა.

Facebook Comments
%d bloggers like this: