ახალი დამატებული

შსს-მ ინგა გრიგოლიას მიმართ მუქარის ფაქტზე საქმე აღძრა

Nusagi

შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას მიმართ მუქარის ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის საფუძველზე საქმე აღიძრა. ამის შესახებ რადიო თავისუფლება წერს.

მუხლი კოდექსში ასეა განმარტებული: „სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში“.

ამ დროისთვის უცნობია – მიიღო, ან მიიღებს, თუ არა შსს გადაწყვეტილებას ინგა გრიგოლიას უსაფრთხოების მყისიერად უზრუნველყოფისთვის.

ჟურნალისტი სოციალურ ქსელში წერს, რომ პირი, ვისგანაც მის მიმართ წლებია მუქარა ხორციელდება, კონკრეტულ თარიღს – 20 მაისს ასახელებს:

„ამ დღეებში უკვე ახალი წერილი და მუქარა მივიღე, რომელიც ტელევიზიაში დატოვა ამ ტიპმა (კადრებშიცაა დაფიქსირებული, როგორ აძლევს წერილს ჩემს თანამშრომელს), სადაც წერს რომ 20 მაისამდე თუ არ დავუბრუნებ რაღაც ქონებას, სახლის კარს შემომიმტვრევს“, – წერს ინგა გრიგოლია.

 

 

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,773,692 ნახვა
%d bloggers like this: