უცხოური მედია

სალონიკის მერი თავდასხმის შედეგად ჰოსპიტალიზირებულია

Nusagi

ინფორმაციას Ekathimerin ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარის კალიპსო გოულიზზე დაყრდნობით წერს.

75 წლის მერმა დარტყმები ფეხის და თავის არეში მიიღო. ნაციონალისტების ჯგუფი იმ ფაქტმა გააღიზიანა, რომ ანტინაციონალისტური ხედვით ცნობილი მერი ეთნიკური ბერძნების მკვლელობის ხსოვნის დღის აღმნიშვნელ ღონისძიებაზე მივიდა.

19 მაისს საბერძნეთში პირველი მსოფლიო ომის დროს თურქების მიერ ეთნიკური ბერძნების მკვლელობის ხსოვნის დღე აღინიშნება.

კალიპსო გულას თქმით, ადამიანთა ჯგუფი ითხოვდა, რომ ბუტარისს ცერემონია დაეტოვებინა. ულტრამემარჯვენეებმა მას ბოთლებიც დაუშინეს.

საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა ალექსის ციპრასმა განაცხადა, რომ „მემარვჯვენე რადიკალებმა ქმედებაზე პასუხი უნდა აგონ”.

ქვეყნის მემარცხენე მმართველ პარტიაში „სირიზა“-ში მომხდარს „მერის დაშინების ფაშისტური მცდელობა“ უწოდეს.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,770,670 ნახვა
%d bloggers like this: