თელავში დაჭრილი 26 წლის კაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა

თელავში დაჭრილი 26 წლის კაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა და ის რეანიმაციულ განყოფილებაში განაგრძობს მკურნალობას.

პაციენტს უკვე ჩაუტარდა გადაუდებელი ოპერაცია:

„შემოყვანის დროს მდგომარეობა იყო მძიმე, შოკი, დაუყოვნებლივ გადაყვანილი იქნა საოპერაციო ბლოკში.იყო დიდი რაოდენობით სისხლის დანაკარგი, გაიკერა ჭრილობა, ამჟამად მდგომარეობა მძიმე რჩება დ პაციენტი განაგრძობს რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობას“,-განაცხადა ექიმმა გიორგი სვანიშვილმა.

შეგახსენებთ, პოლიციამ თელავში მომხდარი დაჭრის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა. დაკავებულია 1979 წელს დაბადებული გ. ა. გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117 -ე მუხლის 1-ლი ნაწილით.

ბრალდებულის მის მიერ ჩადენილი დანაშაული სამიდან ექვს წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Facebook Comments

ახალი დადებული