ახალი დამატებული

გიგა ბუკია-ნარკოტიკების მომხმარებელს მართვის მოწმობა არ უნდა ჰქონდეს

Nusagi

“ქართული ოცნების” ოფისში უმრავლესობის წევრები იკრიბებიან. მთავარი განსახილველი საკითხი ნარკოპოლიტიკის რეფორმაა.

შეხვედრაზე მისულმა გიგა ბუკიამ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ნარკოტიკების მომხმარებლებს მართვის მოწმობა არ უნდა ჰქოდეთ.

“ჩვენ დავუჭერთ მხარს ისეთ კანონს, რომლითაც შემცირდება ნარკოტიკების რაოდენობა და ხელმისაწვდომობა ქვეყანაში და ამავე დროს შემცირდება ნარკოტიკების მომხმარებლების რაოდენობა”,- ეს განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიგა ბუკიამ გააკეთა. ის “ქართული ოცნების” იმ ნაწილს ეკუთვნის, რომელიც ნარკოპოლიტიკის არსებულ კანონპროექტს მხარს არ უჭერს.

“ჩვენი წინადადება უნდა იყოს მომხმარებლის მიმართ ლიბერალური მიდგომა, მათი მკურნალობა და გამსაღებლების მიმართ ერთმნიშვნელოვნად მკაცრი პოლიტიკა. ჩვენ არ ვამბობთ, რომ მომხმარებელი უნდა წავიდეს ციხეში, მაგრამ ვამბობთ, რომ მართვის მოწმობა ნარკოტიკების მომხმარებელს არ უნდა ჰქონდეს. მძიმე ნარკოტიკის მოხმარება უნდა დარჩეს, როგორც კრიმინალი, უბრალოდ ციხეში გაშვების ბევრი ალტერნატიული საშუალებაც არის, რომლითაც შეიძლება ადამიანს უმკურნალო. ჩვენი სურვილია მაქსიმალური კონსენსუსი იყოს. იმ ვარიანტს, რომელიც არის წარმოდგენილი, არცერთ შემთხვევაში მხარს არ დავუჭერ”,– განაცხადა გიგა ბუკიამ.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,773,476 ნახვა
%d bloggers like this: