უცხოური მედია

სამხრეთ აზიის „ერთჯერადი ქალები” 

Nusagi

ახალი ანგარიში გამოქვეყნდა აზიური წარმოშობის ბრიტანელი მამაკაცების იმ პრაქტიკაზე, რომელიც ეხება მათ მიერ ქალების მოტყუებას, სასტიკად მოპყრობას, ქორწინებიდან მალევე მიტოვებასა და ოჯახურ ძალადობას. ლინკოლნის უნივერსიტეტის მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ ეს მამაკაცები ათასობით ფუნტს იღებენ მათი ახალი მეუღლეების ოჯახებისგან და ამ ქალებს, როგორც თავიანთ მონებს ისე ექცევიან. ინფორმაციას BBC NEWS ავრცელებს.

ამ “ერთჯერად ქალებს”, როგორც ანგარიშში უწოდებენ , ხშირად ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებენ და შემდეგ ტოვებენ, გაერთიანებულ სამეფოში ერთხელ ჩაყვანის, ან უფრო ხშირად სამშობლოშივე მიტოვების შემდეგ.

ზოგი ცოტა ხნით ჩაჰყავთ დიდ ბრიტანეთში, მაგრამ შემდეგ, გამოგონილი შვებულების დროს, უკან მიჰყავთ ინდოეთში, სადაც მათ პასპორტს ართმევენ.

ბევრი ქალი მალავს, რომ ეს  გადახდათ, ასე რომ მეცნიერებს ერთ წელზე მეტი დასჭირდათ ინდოეთში 57 ქალის მოსაძიებლად, რომლებმაც თავიანთ თავზე გამოსცადეს ეს მოვლენა და საკუთარ ისტორიების შესახებ ისაუბრეს.

სუნიტასთვის (ეს მისი ნამდვილი სახელი არ არის) ახალი ცხოვრება ისე დაიწყო, როგორც ის ყოველთვის ოცნებობდა- გრანდიოზული ზეიმი ინდოეთის პუნჯაბის რეგიონში, ასობით სტუმრით და ლამაზი წითელი კაბა. ქორწილის შემდეგ, მისი ქმარი ერთი თვით დარჩა ინდოეთში,შემდეგ კი დიდ ბრიტანეთში დაბრუნდა. სუნიტა ელოდა , ეგონა მალევე დაბრუნდებოდა და მასთან ერთად იცხოვრებდა, მაგრამ ყველაფერი შეტრიალდა.

“ერთი წელი სრულდებოდა, ის კი არ ჩანდა. ბევრჯერ ვკითხე, როდის ჩამოვიდოდა ინდოეთში, მაგრამ იგი მხოლოდ ამას მპასუხობდა, „ახლა არა, სხვა დროს. მან ბევრი რამ მოითხოვა ჩემგან, ხან ფულს მთხოვდა, ხან ავეჯს “.

საბოლოოდ,  ქმარმა შეწყვიტა მასთან ტელეფონით საუბარი. მას შემდეგ სუნიტას ის აღარ უნახავს. მოგვიანებით  გაარკვია, რომ იგი სხვა ქალზე იყო დაქორწინებული დიდ ბრიტანეთში. როგორც ინდოეთში და ზოგიერთი სხვა სამხრეთ აზიის ქვეყნებშია გავრცელებული, სუნიტას ოჯახმა მის ქმარს თითქმის £ 3,000 ფულის სახით და დაახლოებით £ 4,000 ოდენობის ოქრო მისცა მზითევში. ფული და ძვირფასი ნივთები ცოლის ოჯახის მხრიდან, მიღებული ტრადიციაა, როდესაც მამაკაცები ქორწინდებიან.

სუნიტას თქმით, ქმარი და მისი ოჯახის წევრები ფიზიკურ შეურაცხყოფასაც აყენებდნენ მას. სუნიტას ოჯახი არ არის მდიდარი. მამა დაღონებული შესცქერის ქალიშვილს, გაოგნებული იმისგან, რაც მოხდა. მან ათასობით ფუნტი დახარჯა მისი აზრით, თავისი ქალიშვილის ბედნიერი მომავლისთვის.

“მე განადგურებული ვარ, მიჭირს საუბარი. მას სექსუალური ურთიერთობა ჰქონდა ჩემთან.  ცხოვრება დამინგრია,”- ამბობს სუნიტა.

მკვლევარები აღნიშნავენ, რომ ეს პრობლემა ასევე არსებობს პაკისტანსა და ბანგლადეშში.

ლინკოლნის უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა სკოლის პროფესორი, სუნდარი ანიტა შეხვდა და ესაუბრა დაზარალებულ ქალებს ინდოეთის სხვადასხვა რეგიონებში. იგი შეხვდა ქალებს, რომლებსაც £ 25,000 გირვანქა სტერლინგზე მეტი ჰქონდათ გადახდილი მზითევისთვის, სანამ მიატოვებდნენ.

ზოგი ქალი, რომელსაც ბავშვი ეყოლა და შემდეგ მიატოვეს, ინდოეთშივე დატოვეს, რათა ოჯახში მონებად გამოეყენებინათ. მისი თქმით, პატრიარქალური კულტურა სამხრეთ აზიაში ნიშნავს, რომ მიტოვებული ქალის ცხოვრება დანგრეულია.

“სტიგმა ძლიერია და ის ზოგჯერ ქალის ოჯახის სხვა წევრებზეც ახდენს გავლენას, იმდენად, რომ ქალის დასაც კი უჭირს გათხოვება და სამუშაოს შოვნა. იგი ფინანსურად დაუცველი ხდება და განიხილება, როგორც გამოუყენებელი საქონელი, ვინაიდან მას სექსი ჰქონდა”.

ანგარიში რეკომენდაციას აძლევს ბრიტანეთის სახელმწიფოს, აღიაროს მიტოვება, როგორც ოჯახური ძალადობის ფორმა და სთავაზობს ხელისუფლებას იმ ქალების დაცვას, რომლებსაც “ერთჯერადად” იყენებენ ბრიტანელი მამაკაცები, მაშინაც კი, თუ ისინი არასოდეს  ყოფილან დიდ ბრიტანეთში.

ჯგუფი აცხადებს, რომ მიტოვების შემადგენელი ნაწილები – როგორიცაა შანტაჟი, თაღლითობა, ემოციური ძალადობა, ეკონომიკური ძალადობა, კონტროლი, იძულებითი ქცევა და შიდა მონობა – უნდა ისჯებოდეს არსებული კანონებით, მაგრამ, მხოლოდ “რამდენიმე შემთხვევაა, თუ კი ასეთი საერთოდ არსებობს, როდესაც დამნაშავემ პასუხი აგო. დაზარალებულებმა შეიძლება არც იციან მათი უფლებები ან თავს შერცხვენილად გრძნობენ ან ეშინიათ, ვარაუდობს ჯგუფი.

როგორც ჯგუფი განმარტავს, “მას შემდეგ, რაც ფაქტი აღიარებული იქნება, როგორც ოჯახური ძალადობა, ყველანაირი სამართლებრივი გზა გაეხსნებათ ამ ქალებს მათი დაცვის ან ქმრების სამართლებრივი დევნისკენ, ან სხვა სამართლებრივი საშუალებებისკენ“.

ჯგუფის განცხადებით, ბოლო ერთი თვის განმავლობაში მათ აღმოაჩინეს შემთხვევა, როდესაც კაცი ხუთჯერ დაქორწინდა და მიატოვა ქალი, და ყოველ ჯერზე ფინანსური სარგებელი მიიღო. “ეს ბიზნესია მისთვის. დამნაშავეები არიან ბრიტანეთის მოქალაქეები. იმ შემთხვევაში, თუ ბრიტანეთის სახელმწიფო თვალს დახუჭავს ან გულგრილი იქნება ამგვარი ძალადობის მიმართ, მაშინ იგი ხელს უწყობს ამ დაუსჯელობის კულტურას, რომ ამ მამაკაცებმა პასუხი არ აგონ. ჩვენ უნდა გავახილოთ თვალები და დავინახოთ, რომ ტრანსნაციონალურ სივრცეში ძალადობა არის ახალი და განვითარებადი ფორმა ქალთა მიმართ ძალადობისა”, -აცხადებს ჯგუფი

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,770,483 ნახვა
%d bloggers like this: