კაფე “გალერი” დღეიდან ოფიციალურად გაიხსნა

კაფე “გალერი” დღეიდან ოფიციალურად გაიხსნა. კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლებმა შენობის ორივე სართულზე დაასრულეს საგამოძიებო მოქმედებები და შენობას ლუქი მოხსნეს. სამართალდამცველებმა მფლობელებს უკვე მისცეს უფლება კაფეს ფუნქციონიერებაზე.

“გალერის” ადვოკატის ხათუნა ხურცილავას ინფორმაციით, კლუბში ინვენტარი დაზიანებული არ არის. ისინი დღეიდან აღწერის ჩატარებას დაიწყებენ. ადვოკატის თქმით, კლუბიდან სამართალდამცველებს ისეთი მტკიცებულებები არ გაუტანიათ, რომელიც კლუბის მეპატრონეებთან იქნებოდა კავშირში.

ამასთან, კაფე “გალერის” დირექტორი ვიოლეტა ყოლბაია ამ წუთებში დიღმის მთავარ სამმართველოში იკითხება.

 

Facebook Comments

ახალი დადებული