განათლება

I-III კლასელების ჩანთა 3.5 კილოგრამს არ გადააჭარბებს

Nusagi

ახალი სასწავლო წლიდან I-VI კლასის მოსწავლეები ახალ სახელმძღვანელოებს მიიღებენ.

განახლდება წიგნების როგორც შინაარსობრივი, ასევე ტექნიკური მხარე. წონა შემცირდება და ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო მასალისგან დამზადდება.

მინისტრის მოადგილის თემურ მურღულიას განცხადებით, რაც შეეხება სახელმძღვანელოს შინაარსს, აქცენტი მის გააზრების უნარზე გამახვილდება, თუმცა გრიფირების დასრულებამდე სახელმძღვანელოების შინაარსზე ლაპარაკი, ნაადრევია. რაც შეეხება ტექნიკურ მხარეს, აუცილებლად შემცირდება სახელმძღვანელოების წონა. პროექტის ამ ნაწილში ჩართულია დაავადებათა კონტროლის ცენტრი.

დაავადებათა კონტროლის ცენტრში ამბობენ, რომ I-III კლასელების ჩანთა 3.5 კილოგრამს არ გადააჭარბებს.

IV-VI კლასის მოსწავლეები ჩანთის მაქსიმალური წონა 4 კილოგრამი უნდა იყოს.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,773,484 ნახვა
%d bloggers like this: