სპორტი

ქევხიშვილი ძიუდოს ფედერაციაში განხეთქილებას შოთა ხაბარელის ინტერესებს უკავშირებს

Nusagi

ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა დავით ქევხიშვილმა „იმედის“ გადაცემაში „პირისპირ“ განაცხადა, რომ ფედერაციაში განხეთქილება უმრავლესობის დეპუტატის, ყოფილი ძიუდოისტის,  შოთა ხაბარელის ინტერესებშია. ის აურზაურს ასევე მწვრთნელების ფინანსურ დაინტერესებას უკავშირებს.

დღეს ძიუდოისტების ნაწილმა ფედერაციის პრეზიდენტის სამუშაო კაბინეტის კარი აჭედა. დავით ქევხიშვილის სავარძელი, რომელიც ძიუდოისტებმა მისი კაბინეტიდან გაიტანეს და ქუჩაში ნაგვის ურნასთან დატოვეს, გამვლელმა წაიღო

სპორტსმენების პროტესტი  მას შემდეგ დაიწყო, რაც ქართული ძიუდოს ისტორიაში პირველად, ევროპის ჩემპიონატიდან ქართველი ძიუდოისტები უმედლოდ დაბრუნდნენ.

თელ-ავივიდან ნაკრების დაბრუნების შემდეგ კი დავით ქევხიშვილმა სამწვრთნელო შტაბი დაითხოვა. ძიუდოს ფედერაციაში არსებული სიტუაციის შესასწავლად სპეციალური კომისია შეიქმნა, რომელმაც პირველი შეხვედრა უკვე გაიმართა.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,773,484 ნახვა
%d bloggers like this: