ახალი დამატებული

თბილისში პოლიეთილენის ბოთლების შემგროვებელი აპარატები დამონტაჟდება

Nusagi

თბილისში პოლიეთილენის ბოთლების შემგროვებელი აპარატები დამონტაჟდება, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

კალაძის თქმით, იდეა პროექტის ,,შენი იდეა მერს” ფარგლებში, მოქალაქემ წარადგინა და მერია მას სიამოვნებით განახორციელებს.
“ეს პროექტი თანხვედრაშია ნარჩენების მართვის სტრატეგიასთან, რომელიც მუნიციპალიტეტს და ქვეყანას ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებებიდან გამომდინარე აქვს.

ჩვენ დავიწყეთ ამ იდეაზე მუშაობა და მისი განხორციელება. ვისაც გადამუშავებაში ჩართვის სურვილი ექნება, თბილისის მასშტაბით ყველა გამგეობაში უზრუნველვყოთ შემგროვებელი აპარატების დამონტაჟება. მგონია, რომ საინტერესო და მნიშვნელოვანი პროექტია”, – განაცხადა კალაძემ.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,773,695 ნახვა
%d bloggers like this: