სოციალური ქსელები და მედია

ამ უდიდეს წარმატებას მთელ საქართველოს ვულოცავ და, რა თქმა უნდა, პირველ რიგში ლევანს

Nusagi

მინდა ყველას მოგილოცოთ ეს უდიდესი წარმატება, რაც ვფიქრობ რომ არის უაღრესად მნიშვნველოვანი ჩვენი ქვეყნის იაპონიაში წარმოჩენისთვის, – ასე გამოეხმაურა პრემიერმინისტრი ქართველი სუმოისტის ლევან გოგრაძის მეთორმეტე გამარჯვებას ნაცუ ბაშოზე.

“იცით, რომ ტოკიოში მიმდინარე სუმოს პრესტიჟულ ტურნირზე – ნაცუ ბაშო – ჰქვია ამ ტურნირს, ტოჩინოშინმა მეთორმეტე სენსაციური გამარჯვება მოიპოვა და ნამდვილად სუმოს ცოცხალი ლეგენდა, უმაღლესი წოდების მქონე ჰაკუჰუ დაამარცხა.

ამ უდიდეს წარმატებას მთელ საქართველოს ვულოცავ და, რა თქმა უნდა, პირველ რიგში ლევანს. ჩვენ გვეამაყება ასეთი თანამემამულე.

ყველამ უყურეთ, ალბათ, ამ ბრძოლას, თუ რამხელა ძალისხმევა და რამხელა შინაგანი ენერგია აქვს მას. დარწმუნებული ვარ, რომ ყველასთვის ეს იყო სიხარულის საგანი. ის ჩვენთვის ძალიან საამაყო ადამიანია და მინდა ვუსურვო, რომ ასე გაეგრძელებინოს თავისი კარიერა. ამ გამარჯვებებით ის ჩვენთვის ჩვენი ქვეყნის სახე გახდა არა მხოლოდ იაპონიაში, არამედ მთელი ქვეყნის მასშტაბით…ასე რომ გილოცავთ”, განაცხადა კვირიკაშვილმა.

ნაცუ ბაშოს ტურნირზე ლევან გორგაძემ 12 დაუმარცხებელი შეჯიბრება გაიარა და ტურნირის უპირობო ლიდერია. 24 მაისს ტოჩინოშინმა 40-გზის ჩემპიონი დაამარცხა და ისტორიული გამარჯვება მოიპოვა.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,770,524 ნახვა
%d bloggers like this: