Uncategorized უცხოური მედია

მოსკოვში შეიარაღებულმა პირმა მძევლები აიყვანა. ერთი მათგანი დაიღუპა

Nusagi

შეიარაღებულმა კაცმა მოსკოვის აღმოსავლეთ ნაწილში  მძევლად სამი წევრისგან შემდგარი ოჯახი აიყვანა. მათგან ერთ-ერთი ბავშვია. ინფორმაციას რუსული მედია პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ირკვევა, რომ ბოროტმოქმედის ვაჟმა ადრე ბინის ნახევარი გაყიდა, რის შემდეგაც იქ ჩასახლდნენ ადამიანები „ამორალური-სოციალური ყოფა-ქცევით“.

ახალ მეზობლებთან კაცს ხშირად ჰქონდა კონფლიქტი, დღეს კი ის მდგომარეობიდან გამოვიდა, შეიარაღებულმა ისინი აიყვანა და იმ პოლიციელის მისვლა მოითხოვა, რომელმაც მეზობლებთან დავის დროს გადაწყვეტილება მის სასარგებლოდ არ მიიღო.

რუსული მედიის ერთი ნაწილის ცნობით, მძევლებს შორის ერთი მსხვერპლია. პოლიციამ ბოროტმოქმედი დააკავა. ის მხატვარი ალექსანდრე ბარავოია.

რაც შეეხება გარდაცვლილს, ცნობილია მისი ვინაობაც. ის ვალერი ერემინია. მისი ცოლ-შვილი მძევლად ყოფნის დროს არ დაშავებულა.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,770,562 ნახვა
%d bloggers like this: