ნინო ბურჯანაძე საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს

“დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერის ნინო ბურჯანაძის თქმით, თუ არჩევნები გაყალბებების გარეშე, დემოკრატიულ გარემოში ჩაივლის, მაშინ ის საპრეზიდნეტო კანდიდატად თავს დაასახელებს.

“საქართველოს პრეზიდენტი უნდა იყოს ადამიანი, რომელსაც არ შეეშინდება დიდი ფულის, ამერიკის საელჩოსი, ხელისუფლების და რუსეთის საელჩოს წარმომადგენლობის.პრეზიდენტი უნდა იყოს ადამიანი, ვინც გაბედავს, აფხაზებსა და ოსებს დაელაპარაკოს; ვინც გაბედავს პირდაპირ ჩავიდეს მოსკოვში და პირველივე თუ არა, მეორე ვიზიტზე მაინც რუსეთის პრეზიდენტს დაელაპარაკოს და ვინც ქვეყანას იმ გზაზე გაიყვანს, რომელიც ქვეყნის დამოუკიდებლობის ასი წლისთავისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. თუ არჩევნები ჩატარდება და ამ არჩევნებს აზრი ექნება, საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას ვგეგმავ”, – განაცხადა “დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ, პირველი არხის გადაცემაში სტუმრობისას.

საქართველოში საპრეზიდენტო არჩვნები მიმდინარე წლის ოქტომბერში გაიმართება.

Facebook Comments

ახალი დადებული