ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის სპეციალური განცხადება

კომპანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი წყლის მიწოდების შეზღუდვასთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.

“დღეს, 24 მაისს, ენერგოსისტემაში შეფერხების გამო   ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის ღრმაღელისა და სამგორის სათავე ნაგებობებს ელექტროენერგიის მიწოდება ავარიულად შეუწყდა.

აღნიშნულთან დაკავშირებით, დღეს, საღამოს 21.00 საათიდან წყალმომარაგება შეზღუდვით მიეწოდება ვაზისუბნის და აეროპორტის დასახლებებს, ვარკეთილი 3-ის და მუხიანის მიკრორაიონების ნაწილს.

მოსახლეობისთვის წყლის მიწოდება ელექტრომომარაგების აღდგენის შემდეგ ეტაპობრივად მოხდება.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდებს. დეტალურიინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის – 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით – www.gwp.ge

“ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებლებს”.

Facebook Comments

ახალი დადებული