Advertisements

თბილისში 15 ქუჩას სახელი შეეცვალა

თბილისის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე მხარი დაუჭირეს თბილისში მდებარე რამდენიმე ქუჩისთვის სახელების გადარქმევის საკითხსაც.

Nusagi

სახელი შეეცვალა 15 ქუჩას, რომელთაც ამ დრომდე რევოლუციონერების სახელს ატარებს, მათ საქართველოს დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერ სახელმწიფო მოღვაწეთა სახელები დაერქვათ.

თბილისში ჩუღურეთის რაიონში ცხრა ძმის ქუჩას და მასთან არსებულ სამ შესახვევს ცხრა ძმა ხერხეულიძის სახელი დაერქვა.

ჩუღურეთის რაიონში ცხრა ძმის მოედანს ცხრა ძმა ხელრხეულიძის სახელი ეწოდა.

კრწანისის რაიონში, მირ ვეზიროვის ქუჩას სახელმწიფო მოღვაწის ნიკოლოზ ჩხეიძის სახელი მიენიჭა

კრწანისის რაიონში მდებარე სერგი სურგულაძუს ქუჩას და მასთან არსებულ ორ შესახვევს სახელმწიფო მოღვაწის ევგენი გეგეჭკორის სახელი მიენიჭა.

ჩუღურეთის რაიონში ვასიკ კიკვიძის ქუჩას და მასთან არსებულ Iჩიხს ბენიამინ ჩხიკვიშვილის სახელი ეწოდა.

ისნის რაიონში ვლადიმერ მიქელაძის ქუჩას ნოე ხომერიკის სახელი მიენიჭა.

ისნის რაიონში მდებარე სურენ სპანდარიანის ქუჩას გიორგი ლასხიშვილის სახელი ეწოდა.

ისნის რაიონში მდებარე გრიგიკ მათიაშვილის ქუჩას ელისაბედ ორბელიანის სახელი მიენიჭა.

ისნის რაიონში მდებარე თეოდორე აფანასიევის ქუჩის მონაკვეთს ეკატერინე მელიქიშვილის სახელი ეწოდა.

ისნის რაიონში მდებარე თეოდორე აფანასიევის ქუჩის მონაკვეთს ოლღა გურამიშვილი-ნიკოლაძისსახელი მიენიჭა.

ნაძალადევის რაიონში მდებარე მელიტონ ფილიას სახელობის ქუჩას სიო მდივანის სახელი ეწოდა.

ნაძალადევის რაიონში მდებარე სილიბისტრო თოდრიას ქუჩის მონაკვეთს სამსონ ფირცხალავას სახელი დაერქვა.

ნაძალადევის რაიონში მდებარე სილიბისტრო თოდრიას ქუჩის მონაკვეთს ვლასა მგელაძის სახელი მიენიჭა.

სამგორის რაიონში მდებარე აბელ ენუქიძის ქუჩის მონაკვეთს პეტრე სურგულაძის სახელი ეწოდა.

დღესვე, საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებმა ხმათა უმრავლესობით მიიღეს გადაწყვეტილება ,,ვარდების მოედნისთვის” პირველი რესპუბლიკის” სახელის მინიჭების შესახებ.

Facebook Comments
Advertisements

ახალი დადებული