ისტორია

ახალი აღმოჩენებით, ექსპერტები ვარაუდობენ, რომ დასავლეთის ურთიერთობა ჩინეთთან მარკო პოლომდე არსებობდა

Nusagi
ახალი აღმოჩენებით ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ჩინეთისა და დასავლეთის ურთიერთობა 1500-ზე მეტი წლის წინ დაიწყო. მანამ, სანამ ევროპელი მოგზაური, მარკო პოლო  ჩინეთში ჩავიდოდა. ინფორმაციას HARPERS BAZAAR ავრცელებს.
არქეოლოგები აცხადებენ, რომ დღევანდელი სიანის ტერიტორიაზე პირველი იმპერატორის საფლავში აღმოჩენილი თიხის მეომრების შთაგონების წყარო შესაძლოა, ძველი საბერძნეთიდან იღებდეს სათავეს. ისინი ასევე აცხადებენ, რომ ძველ წელთ აღრიცხვამდე მესამე საუკუნეში ძველი ბერძენი ოსტატები შესაძლოა, ადგილობრივებს თავიანთ ოსტატობას ასწავლიდნენ.
მე -13 საუკუნეში მარკო პოლოს მოგზაურობა ჩინეთში ევროპელთა პირველ მოგზაურობად მიიჩნეოდა. “ახლა კი ჩვენ გვაქვს მტკიცებულება, რომ ჩინეთის პირველი იმპერატორის დროინდელ ჩინეთსა და დასავლეთს შორის ახლო კონტაქტები , აბრეშუმის გზის გახსნამდე არსებობდა. ეს გაცილებით ადრე ხდებოდა, ვიდრე ჩვენ გვეგონა,”- განაცხადა იმპერატორ ცინ შიხუანდის მავზოლეუმის მუზეუმის ტერიტორიის უფროსმა არქეოლოგმა, ლი ციუზენმა.
ცალკე კვლევა აჩვენებს, რომ ევროპისთვის დამახასიათებელი მიტოქონდრიული დნმ–ი იქნა ნაპოვნი ჩინეთის უკიდურეს დასავლეთ სინცზიანის პროვინციის ტერიტორიაზე, რაც იმაზე მიუთითებს, რომ იქ დასავლელები  ცხოვრობდნენ და იქვე გარდაიცვალნენ პირველ იპერატორამდე და პირველი იმპერატორის პერიოდში.
გლეხებმა 1974 წელს აღმოაჩინეს 8000 თიხის ფიგურა, რომლებიც დაკრძალული იყო ჩინეთის პირველი იმპერატორის, ცინ შიხუანდის საფლავიდან კილომეტრ ნახევრის მოშორებით.
მაგრამ ჩინეთში ადამიანის ბუნებრივი ზომების ქანდაკებების შექმნის ტრადიცია ამ საფლავის აგებამდე არ არსებობდა. მანამდე, დაახლოებით 20 სანტიმეტრის ზომის სიმაღლის მარტივი ფიგურების ქანდაკებები იქმნებოდა. იმის ასახსნელად, თუ როგორ შეიძლება ასეთი უზარმაზარი ცვლილება განეცადა ქანდაკებების შექმნის ოსტატობასა და სტილს, ციუზენი მიიჩნევს, რომ გავლენას ჩინეთში გარედან უნდა შეეღწია.
“ჩვენ ვფიქრობთ, რომ ტერიტორიაზე ნაპოვნი თიხის არმია, აკრობატები და ბრინჯაოს ქანდაკებები უძველესი ბერძნული ქანდაკებებითა და ხელოვნებითაა შთაგონებული”, -განაცხადა მან.
ვენის უნივერსიტეტის პროფესორი, ლუკას ნიკელი აცხადებს, რომ ამ თეორიას ამყარებს პირველი იმპერატორის საფლავში ცოტა ხნის წინ აღმოჩენილი ცირკის აკრობატების ქანდაკებები . მას მიაჩნია, რომ პირველ იმპერატორზე დიდი გავლენა მოახდინა ალექსანდრე დიდის გარდაცვალებიდან მომდევნო საუკუნეში ცენტრალურ აზიაში ბერძნული ქანდაკებების ჩატანამ, რაც ჩვ. წ. ა–მდე 323 წლის შემდეგ,  უნდა მომხდარიყო.
“მე მიმაჩნია, რომ ამ ადგილებში შესაძლებელია, ბერძენი მოქანდაკე ცხოვრობდა, რომელიც  ადგილობრივებს ასწავლიდა”, -განაცხადა მან.
სხვა აღმოჩენები მოიცავს ახალ მტკიცებულებას, რომ პირველი იმპერატორის საფლავის კომპლექსი ბევრად უფრო დიდია, ვიდრე ეგონათ და 200-ჯერ მეტია, ვიდრე ეგვიპტის მეფეთა ხეივანი. ისინი ასევე მოიცავს ქალების დასახიჩრებულ ნაშთებს, რომლებიც  პირველი იმპერატორის ხარჭები უნდა ყოფილიყვნენ. აგრეთვე,  მამაკაცის თავის ქალას, მასში ჩარჩენილი შუბით. ვარაუდობენ, რომ თავის ქალა ეკუთვნოდა პირველი იმპერატორის უფროს ვაჟს, რომელიც სხვებთან ერთად იმპერატორის გარდაცვალების შემდეგ ძალაუფლებისთვის ბრძოლის დროს იქნა მოკლული.
Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,770,543 ნახვა
%d bloggers like this: