Uncategorized

ელიზაბედ რუდი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ქართულად ულოცავს

Nusagi

საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბედ რუდი და ამერიკის საელჩო საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს და Facebook-ში საელჩოს ოფიციალურ გვერდზე შესაბამის ვიდეორგოლს ავრცელებს.

“წელს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკისა და თანამედროვე ისტორიაში პირველი დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოს ასი წლის იუბილე აღინიშნება.

1991 წელს დამოუკიდებლობის აღდგენიდან საქართველო შეერთებული შტატების ახლო მეგობარი და ღირებული პარტნიორია.

მოუთმენლად ველით ჩვენი ქვეყნების მეგობრობასა და თანამშრომლობას კიდევ მრავალი წლის განმავლობაში.

ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, ელიზაბედ რუდი და ამერიკის საელჩო გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს!”, – წერს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი სოციალურ ქსელში.

 

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,770,524 ნახვა
%d bloggers like this: