პოსტები სოციალური ქსელიდან

მიხეილ ზაქარიაშვილი-,,ერთ ჩემს სურვილს გაგიმხელთ ბატონებო!”

Nusagi

,,ერთ ჩემს სურვილს გაგიმხელთ ბატონებო!

იცით რა მსურს?მინდა, რომ მომღერლები გავერთიანდეთ და ერთი კონცერტი ჩავატაროთ იმ ადამიანებისათვს ვისაც არ აქვს საშუალება კონცერტის ბილეთი იყიდოს! მე ვფიქრობ რომ როცა ფილარმინიის არენდა გახდა ასე ძვირი და კონცერტები აღარ იმართება ამიტომ გახდა ასეთი აგრესიული ხალხი, სულიერი საზრდო კომუნისტების დროსაც კი ძალზედ მნიშვნელოვანი იყო!

კარგით მაშინ რუსების პროპაჰანდა იყო და ამიტომ არ მოგვწონდა ის წყობა ახლა ხომ თითქოს დამოუკიდებლები ვართ რა გვიშლის ხელს რომ კონცერტზე მაინც დავჯდეთ ერთად პოლიტიკაზე არ ვიფიქროთ და უბრალოდ კარგ მუსიკას მოვუსმინოთ?

პატრიოტული მუხტი შევიტანოთ სიმღერებით აბა გაიხსენეთ რამდენი ხანია ერთ კარგ კონცერტზე არ ყოფილხართ და ისიც გაიხსენეთ რამდენს დადიოდით კონცერტებზე 90 წლებში?რამდენი ახალგაზრდა გამოდიოდა ერტად გამოცდილ მომღერლებთან რამდენ სიხარულს გვანიჭებდნენ ეს კონცერტები გაიხსენეთ? ახლა რა ხდება? ჯაზი მიყვარს სიგიჟემდე მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს ჯაზ ფესტივალი თუ არ იქნება კონცერტს აზრი არ აქვს ეს არ არის სწორი იმსახურებენ ქართველები რომ დაესწრონ კონცერტებს ქართველი მომღერლების შესრულებით , ხელმისაწვდომ ფასებში შეიძინონ ბილეთები და დაესწრონ ოჯახებით კონცერტებს !

ვთქვათ ოჯახი შედგება 4 წევრისგან და ბილეთი ღირს ოცი ლარი 80 ლარი აქვს ოჯახს რომ კონცერტს დაესწროს? 80 ლარი მისი ოჯახის ბიუჯეტია მეტი არ აქვთ რომ ოჯახი გამოკვებონ და თქვენ ამბობთ რომ ხალხს კონცერტებზე აღარ უნდა მისვლა? ეს არ არის სიმართლე ჩემი აზრით ხელმისაწვდომ ფასებში თუ იქნება ბილეთები ისინი ივლიან კონცერტებზე და სულ აღარ დააინტერესებთ პოლიტიკოსი რას ისაუბრებს პარლამენტში , აგრესია ოდნავ მინელდება და ვფიქრობ ქართველები ისევ შევიყვარებთ ერთმანეთს…

ოღონდაც ეს პოლიტიკოსების ფავორიტი მაფიოზი არამომღერლები არ დამანახოთ გული ერევა ხალსს უკვე მათზე,  კალიებივით ხან ერთი ხელისუფლების მეხოტბეები რომ ხდებიან და ხან მეორესი და  დახტიან აქეთ- იქით ….” -წერს ფეიდბუქის საკუთარ გვერდზე კომპოზიტორი მიხეილ ზაქარიაშვი

კომპოზიტორი მიხეილ ზაქარიაშვილი.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,773,692 ნახვა
%d bloggers like this: