Uncategorized

ბექა წიქარიშვილი-მოლაპარაკებებს ვწყვეტთ

Nusagi

“თეთრი ხმაურის მოძრაობის” წევრის ბექა წიქარიშვილის თქმით, ნარკოპოლიტიკის საკითხზე ჯანდაცვისა და შსს-ს წარმომადგენლებთან შეხვედრის ბოლო ვადა დღეს იყო, თუმცა უწყებებიდან მოძრაობას არავინ დაკავშირებია.

“იმ მმართველებთან, რომლებიც სიტყვას არ ასრულებენ, მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომას აღარ ვაპირებ”, – ამბობს ბექა წიქარიშვილი. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.

ბექა წიქარიშვილის განმარტებით, იმის გამო, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებმა სიტყვა არ შეასრულეს, თეთრი ხმაურის მოძრაობა მათთან მოლაპარაკების რეჟიმს წყვეტს.

“რა იქნება მომავლის გეგმები, ჯერ არ ვიცი. ჩვენი ამოცანა არის კიდევ უფრო გაძლიერება და უფრო მძლავრი ორგანიზმის შექმნა საზოგადოებასთან ერთად. ის, რაც მათ ორი კვირის წინ გააკეთეს კლუბებში, ეს არის ფატალური შეცდომა, რომელიც თავის შედეგს აუცილებლად გამოიღებს ადრე თუ გვიან. მათ დარტყმა მიაყენეს ქვეყნის ყველაზე ჯანსაღ ნაწილს, ახალგაზრდობას“,– განაცხადა წიქარიშვილმა.

ამასთან, წიქარიშვილი ამბობს, რომ 13 მაისს, პარლამენტთან შს მინისტრი რომც არ მისულიყო, ისინი იმ გადაწყვეტილებას მაინც მიიღებდნენ და მაინც დაიშლებოდნენ.

მოძრაობა აქციების განახლებას გამორიცხავს, მათი მათი მთავარი მოთხოვნა ისევ ნარკოპოლიტიკის შეცვლა იქნება.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Post Alioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,773,697 ნახვა
%d bloggers like this: