კრიმინალი

იტალიაში საქართველოს მოქალაქე დააკავეს

Nusagi

იტალშია ბინის გაქურდვის მცდელობისას საქართველოს მოქალაქე დააკავეს. იტალიური მედიის ცნობით, 33 წლის კაცი ქალაქ ფუჩეკიოში იმ დროს დააპატიმრეს, როდესაც ერთ-ერთი სახლის კარის გაღებას ცდილობდა. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.

პოლიცია მეზობელმა გამოიძახა. სამართალდამცავებმა მამაკაცის ჩხრეკის დროს გასაღებების აცმა აღმოაჩინეს, რომლითაც ის სავარაუდოდ, სახლების კარის გაღებას ცდილობდა.

დაკავებულის პირადობის მოწმობის გადამოწმების შემდეგ აღმოჩნდა, რომ ის ქურდობისთვის ერთხელ უკვე იყო დაპატიმრებული. პოლიციის ცნობით, მან თებერვალში პენსიონერის სახლი გაქურდა და სამართალდამცველებმა დააკავეს. მოქალაქე წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,773,441 ნახვა
%d bloggers like this: