სოციალური ქსელები და მედია

რატომ დაკარგეს გრძნობა ჯარისკაცებმა 26 მაისის დღესასწაულის დროს

Nusagi

26 მაისის, სადღესასწაულო ღონისძიების დროს, ფიცის დადების ცერემონიის შემდეგ, რამდენიმე ჯარისკაცი ცუდად გახდა.

ფაქტის ამსახველი კადრები სოციალურ ქსელში გავრცელდა და ფეისბუქ-მომხმარებელთა აქტიური გამოხმაურება მოჰყვა. კომენტარებს შორის იყო ჯარისკაცების მიმართ შეურაცხმყოფელი გამონათქვამები: “ესენი ჩვენ როგორ დაგვიცავენ”, „იქნებ ავად არიან, როგორ შეიძლება ამათი ჯარში მსახურება” და სხვ

ქართველი ჯარისკაცების მიმართ, კრიტიკული კომენტარების ავტორები ძირითადად ქალები, ან ის ადამიანები არიან, რომლებსაც სამხედრო სამსახურში ერთი დღეც არ გაუტარებიათ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეცოდინებოდათ, რომ რეალურად მსგავს შემთხვევას, რომელიც სამხედრო აღლუმებზე საკმაოდ ხშირია, ჯარისკაცის ბრძოლისუნარიანობასთან არანაირი კავშირი არ აქვს. ა.შ.შ-ს ზღვის ლომების ყოფილი სერჟანტი ტომას ლევანდოვსკი ხსნის, რომ ცერემონიალზე, ჯარისკაცების გათიშვა საკმაოდ ხშირი მოვლენაა.

ეს იმიტომ ხდება, რომ არიან ჯარისკაცები, რომლებიც დიდხანს დგომისას „კეტავენ” მუხლებს. ამ დროს სისხლი ჩადის ქვემო კიდურების ბოლოს, რაც ტვინში სისხლის უკმარისობას იწვევს. ეს უკმარისობა ტვინს არანაირ ტრავმას არ აყენებს, მაგრამ საკმარისია რომ ადამიანი მოწყდეს და გაითიშოს. როგორც წესი, გონების დაკარგვა ხდება დიდხნიანი ფორმირების დროს, ზოგს ავიწყდება და მუხლებს კეტავენ და თუ უკან მდგომმა ვერ მოასწრო დაჭერა და მოსულიერება, ძირს ვარდებიან. ტრავმები ამ დროს ცოტაა, რადგანაც უმეტესად ფორმირებები ბალახზეა, მაგრამ არის თავის დაზიანების შემთხვევებიც. სიცხეც თავისას შვრება და ამიტომაც, ჩემი რჩევა იქნება მანამდე დალიოთ წყალი და თუ მუხლების ჩაკეტვა არ გინათ, უბრალოდ, ცოტათი მოხარეთ და ყველაფერი კარგად იქნება.

იგივე რჩევას იძლევა ა.შ.შ სამხედროებისათვის მიძღვნილი ვებგვერდი military.com

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,773,693 ნახვა
%d bloggers like this: