ტექნოლოგია

სეტყვის საწინააღმდეგო სისტემამ კახეთში მოსალოდნელი საშიშროება გაანეიტრალა

Nusagi

ბუნებრივ მოვლენებზე აქტიური ზემოქმედების ცენტრის, სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის, მართვის ცენტრის მიერ 26 მაისს კახეთის რეგიონში 433 კმ2 საერთო ფართობის მქონე სეტყვასაშიში ღრუბლის მასები რამდენიმე ეტაპად დაამუშავა.

რითაც კახეთის ექვს რაიონში მოსალოდნელი სეტყვა სრულად იქნა თავიდან აცილებული.

26 მაისს დღის 14:00 საათიდან რეგიონში ფრონტალური ღრუბლის მასებმა ჩრდილო დასავლეთ მიმართულებიდან დაიწყეს შემოსვლა. კრიტიკულ ეტაპზე სეტყვის მოსვლის ალბათობამ 100 % შეადგინა, მოსალოდნელი მარცვლების ზომა 35-40 მმ იყო.
15:10 სთ-დან 19:57 სთ-მდე ღრუბლის მასები რამდენიმე ეტაპად დამუშავდა. დამუშავება ჰაერში საფრენი აპარატების არსებობის გამო მნიშვნელოვანი შეზღუდვების პირობებში ჩატარდა. გასროლილი იქნა 180 ერთეულამდე რაკეტა.

აქტიური ზემოქმედების შედეგად ნალექის სრული მასა კახეთის მთელს ტერიტორიაზე, სასოფლო-სამეურნეო სავარგულების და დასახლებული პუნქტების თავზე წვიმის სახით ჩამოიცალა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Post Alioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,773,484 ნახვა
%d bloggers like this: