პოსტები სოციალური ქსელიდან

ნინო ახობაძე-იმდენი დამცირებული პაგონია…რომ ბაჩოს თავის ჯაკუზში არც მოელანდებოდა! ამიტომ ჩუ!

Nusagi

თავდაცვის სამინისტროს ყოფილი ექიმი , ნინო ახობაძე, საკუთარი ფეისბუქის გვერდზე ნანუკა ჟორჟოლიანის პოსტს პასუხობს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

,,ნანუკას ვერ მოვნიშნავ, ჩემთვის არც ავტორიტეტია, არც არაფერს ავუხსნი.. დავწერ სრულ სიმართლეს და ჩემი მეგობრებისთვის. მაინც, რომ იცოდნენ:

2008 წლიდან 2011-მდე ვიმუშავე ცალკეულ სამედიცინო ბატალიონში ბევრ ჩემს კარგ მეგობართან ერთად. შეუძლებელია მათაც არ ახსოვდეთ ეს ყველაფერი, რასაც ეხლა ძალიან მოკლედ გავიხსენებ-
გასაგებია, რომ ჯარი-არ არის ფუფუნება, რომ აქ ადამიანები ემზადებიან საომარი სიტუაციებისთვის, რომ “არ შემიძლია” და “ამას ვერ გავუძლებ”-უბრალოდ სირცხვილია.. კი ბატონო. 

მაგრამ ბაჩანა ახალაიას დროს ცნება-ადამიანი არ არსებობდა ქართულ ჯარში! ჩვენ ვიყავით სამედიცინო ნაწილი, გვევალებოდა ჯარისკაცებზე, ოფიცრებზე ზრუნვა, მათი მკურნალობა. მე მახსოვს განწესიდან (მორიგეობიდან) შემოყვანილი უბრალო ჯარისკაცი, რომელსაც ჰქონდა მაღალი ტემპერატურა, 39 და ზემოთ… რომელიც წაიქცა, დაკარგა გონება და მიუხედავად ექიმების მოთხოვნისა, მოეხსნათ განწესიდან, ეს ადამიანი დააბრუნეს უკან.

მახსოვს “მარშიროვკები”, როდესაც 24 საათიანი მორიგეობის მერე ჩაყრიდნენ ბიჭბს კრაზის “კუზაოში” და მიყავდათ სიცხეში პირდაპირ მარშიროვკაზე, მთელი დღით.. მახსოვს ჩემი სანიტარი გოგონა, რომელიც ფეხმძიმე იყო და სისხლისდენა აუტყდა და თბილისიდან გორამდე ტრანსპორტირებას უპირებდნენ, იმიტომ რომ ჰოსპიტალი იქ იყო და წესს “ვერ დარღვევდნენ”! მახსოვს ჩემი ექთანი (მეგობრებშიც მყავს) რომელსაც 2 წლის ტყუპი გოგოები ყავს და როცა ერთერთს გლანდების ოპერაცია დაჭირდა, რა ამბავი ატყდა ორი დღით მის სამსახურდან გათავისუფლებაზე-საკუთარი შვებულების ხარჯზე! ეს ყველაფერი და კიდევ უამრავი მახსოვს, იმიტომ რომ ასმეთაურის მოვალეობას ვასრულებდი და ამ ხალხის ბედი ჩემს ხელში იყო. მახსოვს ასევე მედდა, საკვებით მოწამლული, რომელიც ვაზიანის პოლიგონზე სროლებიდან არ მოგვახსნევინეს, მხოლოდ იმიტომ რომ სია უკვე შედგენილი იყო და ეს ნახევრად ლამის მომაკვდავი ადამიანი ჩააგდეს ასევე კრაზის “კუზაოში” და წაიყვანეს პოლიგონზე. 

რაც შეეხება საკვებს, ვერ ვიტყვი რომ უვარგისი და ცუდი იყო… ნუ, სტანდარტული სასადილოს მენიუ, რა თქმა უნდა შეიძლებოდა უკეთესიც. მაგრამ აი იმ არაადამიანურ მოპყრობას, რაც ახალაიას ჯარში ხდებოდა, მხოლოდ ფაშისტებზე ფილმებში თუ ნახავთ! 
რა დამავიწყებს-ხომ ვითომ წვრილმანია, მაგრამ რა დონეზე უნდა გეკიდოს ადამიანი, როგორ არ უნდა სცემდე პატივს შენს ოფიცერს, რომ-ყოველ საღამოს 18 საათზე დანიშნო ე.წ. თათბირი, და მთელი სამეთაურო რგოლი დატოვო სამსახურში, ზოგჯერ 22 საათამდეც! აი ამან კინაღამ შეიწირა ჩემი ჯანმრთელობა, არ ვწუწუნებ! 

თუმცა რა მიკვირს? რამდენჯერ ყოფილა-სახლებში წასული ხალხი უკან მოუბრუნებიათ, მხოლოდ იმის გამო, რომ ბატონი მინისტრის ბრძანება წაეკითხათ პლაცზე! აი მხოლოდ ამის მოსასმენად! მეტი ცინიზმი რაღა გინდათ??? ექვს საათზე სახლისკენ წასულ ადამიანს რომ უკან მიიყვან, მხოლოდ იმიტომ რომ ბაჩოს მოუნდა-მისი რომელიღაცა იდიოტური ბრძანება, იმავე საღამოს მოესმინა პირად შემადგენლობას! 

და ბოლოს, დენდროპარკი! საიდუმლო სწავლება, რომელიც გაგრძელდა მგონი თვენახევარი… აუტანელ სიცხეში, უკვე ომგამოვლილები ვიყავით, რაც იქ ჩვენმა გოგოებმა და ბიჭებმა იშრომეს…. თუმცა ეს უკვე სხვა თემაა.. 
გულწასული, დაცემული და ღონემიხდილი-იმდენი მყავს ნანახი მიშას დროს ჯარში…. იმდენი დამცირება, აბუჩად აგდება!!
მოკეტოს რაა ვიღაცა ჟურნალისტკამ. არ ვუხდი ბოდიშს. 
ვიცი რომ ჯარი არ არის ფუფუნება, მაგრამ არც ადამიანების “დაჩმორების” ადგილია! ზუსტად ის სფეროა, სადაც ღირსებას არ უნდა შეეხო ცუდათ!

P.S. საკვებით ინტოქსიკაციის ფაქტებიც კარგად მახსოვს! და კიდევ უამრავი რამ! თავისი ყაზარმულებით და არჩევნებზე ხალხის იქ ამოკეტვით! აი ამ ბოლოს მაინც ვერ დააბრალებენ ამ ხელისუფლებას…

ასე რომ, ცოტა ნელა ნანა(უკა)!!!!! იმდენი გამწარებული ოჯახია, იმდენი დამცირებული პაგონია… იმდენი! რომ ბაჩოს თავის ჯაკუზში არც მოელანდებოდა! ამიტომ ჩუ!”- წერს ნინო ახობაძე.

Facebook Comments Box
თეგები

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,773,441 ნახვა
%d bloggers like this: