მიგრანტი, რომელმაც პარიზში ბავშვი გადაარჩინა, საფრანგეთის მოქალაქეობას მიიღებს

არალეგალი მიგრანტი, რომელმაც პარიზში 4 წლის ბავშვის სიცოცხლე გადაარჩინა, საფრანგეთის მოქალაქეობას მიიღებს და მაშველად დაიწყებს მუშაობას.

მამოუდუ გასამას ქვეყნის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა უმასპინძლა. გმირი მიგრანტი ელისეის სასახლეში ძმამ და მეგობარმა მიაცილეს. პრეზიდენტმა მას სიმამაცისთვის მადლობა გადაუხადა.

მამოუდუ გასამას შესახებ საზოგადოებამ მაშინ შეიტყო, როდესაც სოციალური ქსელების საშუალებით ვიდეო გავრცელდა, სადაც ჩანს როგორ სწრაფად ავიდა შენობის ფასადზე ახალგაზრდა მამაკაცი. ბავშვი მე-4 სართულის აივანზე, გარედან იყო ჩამოკიდებული.

გავრცელებული ინფორმაციით, ბავშვის მამა პოლიციამ დააკავა, დედა კი ინციდენტის დროს საფრანგეთში არ იმყოფებოდა.

წყარო: 1tv.ge

 

Facebook Comments

ახალი დადებული