საქართველო უნდა დაიყოს, ასობით და ათასობით 5-5 კაციან ჯგუფებად

საქართველო უნდა დაიყოს, ასობით და ათასობით 5-5 კაციან ჯგუფებად, ამ ხუთკაციან ჯგუფში ერთი იქნება ადამიანი- სმარტფონი. ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა რუსთავი2-ის ეთერში,ნიკა გვარამიას განუცხადა.

“ამ ხუთკაციან ჯგუფში ერთი იქნება ადამიანი- სმარტფონი. ერთი ადამიანი მაინც უნდა იყოს, ვისაც ექნება სმარტფონი და შეეძლება ვიდეოების გადაღება. ერთი ადამიანი, რომელიც დაარიგებს პლაკატებს და გაზეთებს, ერთი ადამიანი, რომელიც იქნება მძღოლი და ერთი ადამიანი რომელიც იქნება მეთაური. საქართველო უნდა დაიყოს, ასობით და ათასობით 5-5 კაციან ჯგუფებად და ჩვენ არ გვჭირდება პარტიული ლიდერები და ტელევიზიები ამისთვის, ჩვენ გვჭირდება სმარტფონი და მოტივირებული ადამიანები.” – განაცხადა სააკაშვილმა.

Facebook Comments

ახალი დადებული