ფილიპ კირკოროვის უნიკალური კოსტიუმები მოპარეს

ესტრადის რუსი მომღერალი ფილიპ კირკოროვი ნიჟეგოროდსკის ოლქში გასტროლების დროს გაქურდეს, ამის შესახებ Telegram-არხი Super იტყობინება.
ინციდენტი ღამით, ქალაქ პავლოვოში მოხდა, სადაც მომღერალს შოუში „მე”უნდა მიეღო მონაწილეობა. უცნობმა პირებმა კონცერტის ატრიბუტიკით სავსე მანქანა გახსნეს.
დაიკარგა 8 კოსტიუმი, ზარალმა 11 ათასი დოლარი შეადგინა. როგორც პორტალი dni.ru იუწყება, დაკარგულ ნივთებს შორის არის უნიკალური ტანსაცმელი, რომელიც ერთადერთ ეგზეპლარადაა შეკერილი და ბუმბულებით და თვლებითაა მორთული.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: