სოციალური ქსელები და მედია

ბელგიაში, პოლიციელი ქალების დახოცვის შესახებ ახალი დეტალები გახდა ცნობილი

Nusagi

დღეს, ბელგიის ქალაქ ლიეჟში პოლიციელ ქალებზე მომხდარი თავდასხმა სამართალდამცველების მიერ ტერაქტად შეფასდა. ცნობილი ხდება თავდასხმის აქამდე უცნობი დეტალები.

როგორც ბელგიის პროკურატურაში აცხადებენ, თავდასხმის მსხვერპლი ორი ქალი- პოლიციელი და ერთი მამაკაცია, რომელიც იქვე მანქანას აჩერებდა. შეიარაღებული პირი პოლიციელ ქალებს უკნიდან დანით დაესხა თავს და რამდენიმე ჭრილობა მიაყენა, შემდეგ ერთ-ერთს იარაღი წაართვა და ორივე ჩაცხრილა.

მან ასევე ესროლა 22 წლის მგზავრს, რომელიც პარკინგზე, მანქანას აჩერებდა. ამის შემდეგ თავდამსხმელი ახლომდებარე კაფეში შეიჭრა, თუმცა იქიდან მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. შემდეგ მამაკაცი სკოლაში შეიჭრა და მძევლად დამლაგებელი აიყვანა.

ჯერჯერობით უცნობია ქალის მდგომარეობის შესახებ.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ ბავშვებიდან არავინ დაშავებულა. სკოლასთან მისულმა პოლიციამ მამაკაცს ცეცხლი მას შემდეგ გაუხსნა, რაც მან რამდენიმე პოლიციელი დაჭრა. მხოლოდ ამის შესახებ მოხდა მისი ლიკვიდაცია.

ამ დროისთვის დანაშაულის ადგილი გადაკეტილია.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,770,676 ნახვა
%d bloggers like this: