ბიძინა გეგიძე: გაუგებარია, რატომ უნდა მოგინდეს ვაკის პარკში სახლის ან სასტუმროს აშენება

ფრაქცია „ქართული ოცნება-ძლიერი საქართველოსთვის” თავმჯდომარე ბიძინა გეგიძე სააპელაციო სასამართლოს გუშინდელ გადაწყვეტილებას ეხმიანება, რომლითაც ვაკის პარკში სასტუმრო “ბუდაპეშტის” მშენებლობაზე გაუქმდა წინა ინსტანციის გადაწყვეტილება. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.

“ბევრჯერ ვთქვი საჯარო სივრცეში, კომიტეტებშიც და დღესაც ვიტყვი, რომ ჩემთვის მიუღებელი და გაუგებარია, მაინდამაინც ვაკის პარკში რატომ უნდა მოგინდეს ააშენო სახლი, სასტუმრო, კომერციული ობიექტი. სპორტულ მოედანზე რატომ უნდა მოგინდეს, რომ ააშენო შენი კერძო სახლი “, – განაცხადა ბიძინა გეგიძემ და აღნიშნა, რომ  სასამართლო გადაწყვეტილებაში რევიზია ვერ მოხდება.

დეპუტატის თქმით, ფრაქციას მომზადებული აქვს საკანონმდებლო ინიციატივა ჯანსაღი სივრცეების შესახებ, რომლის მიხედვითაც, სპორტულ-გამაჯანსაღებელი და სარეკრეაციო ტერიტორიები, მომავალში ერთ სამართლებრივ სივრცეში მოექცევა და მსგავსი მშენებლობებისგან დაცული იქნება.

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ვაკის პარკში სასტუმრო “ბუდაპეშტის” მშენებლობის შეჩერებაზე 2016 წელს, საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება გააუქმა.

“მწვანე ალტერნატივას” სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო შპს „ტიფლის კოსტავას“ და „გრაალის“ აპელაცია დაკმაყოფილდა.

Facebook Comments

ახალი დადებული