ერმილე ნემსაძის ემოციური მილოცვა დედას!

,,დედა გილოცავ დაბადების დღეს, მადლობა რომ 9 თვე მუცლით მატარე, გამაჩინე, გამზარდე, აღმზარდე, მასწავლე რა არის ეროვნული ცნობიერება და სამშობლოს სიყვარული და ეს ყველაფერი პირადი მაგალითებით ჩამინერგე. მახსოვს როგორ მასწავლიდი “ტანსაცმელს უფრთხილდებიან ახლობლიდან, სახელს კი ახალგაზრდობიდან.”  რომ ყოველთვის სიმართლის და სამართლიანობის მხარეზე უნდა ვიდგე. არასდროს არავინ დავჩაგრო და და დავიცვა დაუცველი, არ ვთქვა ტყუილი , არასდროს დამავიწყდეს ვისი გორისა ვარ.

მახსოვს ყველაზე მძიმე მომენტში 2008 წლის 11 აგვისტოს როდესაც მტერი ჩვენს სამშობლოს გლეჯდა. მოვახერხე და დაგირეკე, გითხარი. კარგად ვარ არ მიდარდო დედა შენ როგორ ხართქო…. მიპასუხე: “ბედნიერია დედა რომელსაც ორივე შვილი სამშობლოსთვის გაუზრდია.”

ეს იმ დროს როდესაც დათოს დაჭრილებში ვერ მიაკვლიე და ქალაქის მორგში ეძებდი.

იყავი მუდამ იყავი ემოციური, მუდამ მოგდიოდა ცრემლი მაგრამ მუდამ იყავი რკინის ქალი და არასდროს არ ყოფილხარ სუსტი, არასდროს გადაგიფარებია კალთა არცერთი შვილისთვის ხარ საუკეთესო დედა საუკეთესო მეუღლე და ჩემთვის ქართველი ქალის იდეალი .

მუდამ იმას დარდობდი რომ ვერ შეძელი გაგეკეთებია ის რაც გქონდა ჩაფიქრებული. (მოგეცა კარგი განათლება ) მაგრამ იცოდე დედა შენ მომეცი სიცოცხლე და ის რაც სიცოცხლეს აზრს სძენს ამას ვერცერთი უნივერსიტეტი და ინსტიტუტი ვერ მომხემს.

მინდა მადლობა გადაგიხადო ყველაფრისთვის და ბოდიში მოგიხადო რაც შენთვის ცრემლი მიდენია.

ვეცდები შენი გული გავახარო ისე როგორც იმსახურებს”-წერს ერმილე ნემსაძე, ფეისბუქის საკუტარ გვერდზე

Facebook Comments

ახალი დადებული