ზუგდიდში არასრულწლოვნის მძევლად აყვანისთვის დაკავებულები ბრალს უარყოფენ

არასრულწლოვნის მძევლად აყვანისთვის დაკავეულები წარდგენილ ბრალდებაში თავს უდანაშაულოდ მიიჩნევენ.

როგორც ბრალდებულების ადვოკატი აცხადებს, მისი დაცვის ქვეშ მყოფებს ბავშვი არ გაუტაციათ და რადგან დედა სახლში არ იმყოფებოდა, მოვლის მიზნით წაიყვანეს.

რაც შეეხება თანხას, არასრულწლოვანის დედას ფინანსური დავალიანება მართლაც ჰქონდა და სწორედ ამიტომ მიაკითხეს სახლში.

გუშინ ცნობილი გახდა, რომ ზუგდიდში, მოქალაქეებმა ვასიკო ახალაიამ და ემა კვირტიამ ქალს, რომელსაც მათი ვალი ჰქონდა შვილი წაართვეს და დაემუქრდნენ, სანამ ვალს არ დააბრუნებდა შვილს არ ანახებდნენ.

მომხდართან დაკავშირებით, შსს-მ გამოძიება 144-ე მუხლით დაიწყო, რაც ადამიანის მძევლად ხელში ჩაგდებას გულისხმობს და თავისუფლების აღვეთას 9-დან 11-წლამდე ითვალისწინებს.

ვასიკო ახალაია და ემა კვირტია სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავეს და ზუგდიდის პოლიციის განყოფილებაში იმყოფებიან.

Facebook Comments

ახალი დადებული