მადრიდის „რეალის“ყოფილ პრეზიდენტს პატიმრობა ემუქრება

მადრიდის საფეხბურთო კლუბ „რეალის“ ყოფილ პრეზიდენტს, ლორენცო სანსს პატიმრობა ემუქრება.

ესპანეთის მთავარი პროკურატურა სანსს 2008-2009 წლებში გადასახადების დამალვას ედავება და მისთთვის 5-წლიან პატიმრობას ითხოვს.

საერთო ჯამში საუბარია 6 მილიონი ევროს დამალვაზე და იმ შემთხვევაში თუ “რეალის” ყოფილი ხელმძღვანელი ბრალდებულად ცნეს, მას დაჭერის გარდა, ჯარიმის სახით 3,5 მილიონის გადახდაც დაეკისრება.

ამ საქმეზე მომდევნო სასამართლო პროცესი 27 ივნისისთვის არის ჩანიშნული, სადაც როგორც ამბობენ, სანსის ადვოკატი მისი კლიენტის სასარგებლო დოკუმენტაციის წარდგენას აპირებს.

ლორენცო სანსი “რეალის” პრეზიდენტის თანამდებობაზე 1995-2000 წლებში მუშაობდა და მისი მმართველობის პერიოდში სამეფო გუნდმა ჩემპიონთა ლიგა ორჯერ მოიგო.

Facebook Comments

ახალი დადებული